„გირჩს“ ოპოზიციის გარეშე პარლამენტში არაფერი ესაქმება – ვატო მეგრელიშვილი

„მოლაპარაკების შინაარსი ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ხელისულება ნაწილობრივ მაინც დათმოს. უბრალოდ, ფორმა არ არის განსაზღვრული, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს“ – აღნიშნული  განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

მისი შეფასებით, თუ მმართველი ოპოზიციას გუნდი სერიოზულ წინადადებას შესთავაზებს, მის განხილვას აზრი ექნება.

„ჩვენთვის, პარლამენტში შესასვლელად აუცილებელია, რომ საკანონმდებლო ორგანო მართლა პარლამენტი იყოს და იქ ოპოზიცია უნდა იყოს.  „გირჩს“ იქ არაფერი ესაქმება ოპოზიციის გარეშე. თუ პარლამენტში ოპოზიცია არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პარლამენტი არ არის პარლამენტი. შესაბამისად, ყველა წინადადება, რომელიც იქნება ახლოს საღ აზრთან, ჩვენ  შევეცდებით ვისაუბროთ ოპოზიციასთან. მთავარია, იყოს ისეთი შეთავაზება, რომელშიც დავინახავთ ჩვენთვის მნიშვნელოვან წინადადებას ხელისუფლების დათმობის კუთხით“ – განაცხადა მეგრელიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.    

რაც შეეხება ოპოზიციის ძირითად მოთხოვნებს, შემდეგია:

·        რიგგარეშე არჩევნები;

·        ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა;

·        პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მსგავსი თემები