“იმედი მაქვს, სირცხვილის კორიდორი გააუქმეს, რადგან მიხვდნენ, რამხელა აბსურდს ამბობდნენ” – “ქართული ოცნება”

  •  

“იმედი მაქვს, სირცხვილის კორიდორი გააუქმეს არა იმიტომ, რომ შსს-მ წინასწარ განაცხადა, ამაზე რეაქცია ექნებოდა, არამედ მათ გაიაზრეს, რამხელა აბსურდს ამბობდნენ,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სირცხვილის კორიდორის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მოქალაქეების წინააღმდეგ პროტესტისკენ მოწოდება არადემოკრატიული და არაკონსტიტუციურია. ამასთან, პაპუაშვილმა ამომრჩევლებს მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მათ გაიაზრეს, რამხელა აბსურდს ამბობდნენ, როდესაც საზოგადოებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდებდნენ, ეს საერთოდ წარმოუდგენელია, დემოკრატიასთან, კონსტიტუციასთან და ადამიანობასთან არანაირ კავშირში არ არის. ჩვენ ამომრჩევლებს მოვუწოდებთ, აქტიურები იყვნენ. სწორედ მეორე ტურია მნიშვნელოვანი, რომ მაჟორიტარობის კანდიდატებთან დაკავშირებით მათ საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ. დარწმუნებულები ვართ, 17 მანდატი, რომელიც მეორე ტურში კენჭისყრის საკითხია, 17-ვე მანდატს ჩვენ მოვიპოვებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები