დღეს, ოპოზიცია ცეცხლის დანთებას ბათუმში გეგმავს

  •  

ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტები დედაქალაქიდან რეგიონებში ინაცვლებენ. დღეს, ცეცხლის დანთება, როგორც პირდაპირი, ისე ირიბი მნიშვნელობით, დაგეგმილია ბათუმში. ადგილზე უკვე გაშლილია კარვები, მობილიზებულია კასრები, სადაც ცეცხლის დანთებას აპირებენ და იმარაგებენ შეშას.

როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, პერმენენტული აქციები რეგიონებშიც გაგრძელდება და მმართველი გუნდი დისკომფორტს ყველგან იგრძნობს.

შეგახსენებთ, რომ 9 პოლიტიკური სუბიექტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ბათუმში, საპროტესტო აქცია დაგეგმილია 17:00 საათზე, სადაც ლიდერები და მხარდამჭერები თბილისიდანაც ჩავლენ.    

მსგავსი თემები