„ოპოზიციური პარტიები მეორე ტურისთვის ემზადებიან“ – არჩილ თალაკვაძე

„პარტიებს შორის დიალოგის დაწყება პოზიტიურია, რაშიც გვაქვს მეგობრების მხარდაჭერა – ქვეყნის მტრებს სურთ, რომ ჩვენ დავიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნება“ მოწოდებულია გააერთიანოს საზოგადოება“ – აცხადებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და დიალოგში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს მადლობას უხდის.   

„ძალიან პოზიტიურია, რომ დაიწყო პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი, მსურს, მადლობა გადავუხადო, პირველ რიგში, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ვინც მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ვიტყოდი, რომ იყო ძალიან კონსტრუქციული გარემო, ჩვენ შევძელით, მოგვესმინა ერთმანეთისთვის, გაგვეცვალა არგუმენტები, გვეპასუხა კითხვებზე. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, ასევე, ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, მათი მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ის, რომ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და დავიწყეთ საუბარი იმაზე, თუ როგორ დავაახლოვოთ ჩვენი პოზიციები“ – აცხადებს თალაკვაძე.

მისივე თქმით, მმართველო გუნდისთვის დიალოგი მნიშვნელოვანია.

„ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, ჩვენი პოლიტიკური ლიდერები და ჩვენი გუნდი არის მოწოდებული, რომ  გავაერთიანოთ საზოგადოება, გვქონდეს უფრო ძლიერი სახელმწიფო და გვქონდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დიდ პრიორიტეტს ვანიჭებთ დიალოგის და მოლაპარაკებების გზით საკითხების გადაჭრას. უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციური პარტიები, ის პარტიები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ მაჟორიტარულ ოლქებში, უკვე ემზადებიან მეორე ტურისთვის, მათ შტაბებში არის აქტიური სამზადისი, მოხდა სარეკლამო მასალების განახლება და მიდის მუშაობა“,- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები