“შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე” – ბადრი ჯაფარიძე, ელჩათან გამართულ შეხვედრაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. როგორც ჟურნალისტებს „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელი რჩება.

მისი თქმით, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა, ამ დროისთვის კონკრეტული თარიღი უცნობია.

„ჩვენ დამატებით შევთანხმდებით შემდგომი შეხვედრის დროზე. მოთხოვნები აბსოლუტურად იგივეა. ჩვენ გადავეცით ჩვენი მოთხოვნები, გავუზიარეთ ჩვენი შეფასებები ერთმანეთს. აი, ეს იყო დღევანდელი შეხვედრა. დღეს ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიციების დაფიქსირება, სხვა არაფერი, მაგრამ შევთანხმდით შემდეგ შეხვედრაზე. დღეზე და დროზე დამატებით შევთანხმდებით “,-განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის გამართულ შეხვედრას შეხვედრას არსებული ინფორმაციით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც ესწრებოდნენ. საუბარი საარჩევნო საკითხებს ეხებოდა.

მსგავსი თემები