არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ მათი 673 სამხედრო დაიღუპა

  •  

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, მათი დაღუპული სამხედროების რაოდენობამ 673-ს მიაღწია, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ამავე უწყებაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ კონფლიქტს რეგიონში მცხოვრები კიდევ 40 სამხედრო ემსხვერპლა.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში ეს ყველაზე მწვავე დაპირისპირებაა 1990-იანი წლების შემდეგ. მაშინ კონფლიქტს 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა.

მსგავსი თემები