“შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი” – თამარ გაბუნია

შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეპიდემიას მაინც აქვს ლოკალიზებული ხასიათი, რაც პროგნოზულად კეთილსაიმედოა, რადგან ლოკალიზებული ეპიდემიის მართვა ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ ჩვენ დღეს დავინახავდით შემთხვევების თანაბარ მატებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

„შემთხვევების უდიდესი ნაწილი მოდის ბათუმზე, რაც ნიშნავს, რომ ეპიდემია გარკვეულწილად არის ლოკალიზებული და ლოკალიზებულის მართვა გაცილებით ადვილია. ბათუმში არის ბევრი შემთხვევა, მაგრამ ადგილი არ აქვს გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, რაც კეთილსაიმედო სიმპტომია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პროცესის მართვა საერთაშორისო პრაქტიკის და პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.

„მთავარი აქცენტი გადატანილია კლინიკების მართვაზე, მსუბუქი სიმპტომების პაციენტები კი ძირითადად მოთავსდებიან კოვიდსასტუმროებში. პარალელურად აჭარიდან დაიწყო ბინაზე მკურნალობის პროცესი და ამჟამად, რეგიონში 100-მდე კოვიდინფიცირებული მკურნალობს ბინაზე“, – აღნიშნა გაბუნიამ.

მსგავსი თემები