“პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვების დასასმელად ოჯახის ტრაგედიების გამოყენებას გადაეჩვიონ” – პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა,  “პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვების დასასმელად ოჯახის ტრაგედიების გამოყენებას გადაეჩვიონ”.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გამოძიების დასრულების შემდგომ თუ დარჩება რაიმე ღია კითხვა თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში მედია და გამოხატვის უფლება ქვეყანაში თავისუფალია.

“ეს მძიმე, უკიდურესად მძიმე, ადამიანური ტრაგედიები არ უნდა გამოვიყენოთ, არ არის ეს ეთიკური. აცადეთ პოლიციას და პროკურატურას, რომ გამოძიება ჩაატაროს ნორმალურად.

გამოძიების შემდგომ თუ დარჩება ღია კითხვის ნიშნები, შემდგომ ამ ქვეყანაში მედია და გამოხატვის უფლება თავისუფალია, არავის არასოდეს არაფერი არ შეზღუდვია, ხომ იცით?! ბევრჯერ შევხვედრილვართ და ბევრ საქმეებზე გვისაუბრია, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავეჩვიოთ, რომ კონკრეტული ადამიანის ოჯახის ტრაგედიები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ პოლიტიკურად დაკვეთილი შეკითხვები დავსვათ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები