“კომპიუტერს ვერ ხსნიან, მოვიწვევთ ფედერალური ბიუროს სპეციალისტებს ამერიკიდან, აქ ჯერ 21 – ე საუკუნე არაა“ – მიხეილ რამიშვილი

გარდაცვლილი პროგრამისტი გოგონას, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ვერ მოხერხდა დაღუპულის კომპიუტერის გახსნა, ოჯახი არ გამორიცხავს, რომ დასახმარებლად ამერიკის ფედრალური ბიუროს სპეციალისტებს მიმართოს.

„უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ – შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ კომპიუტერმა გასცეს კითხვა პასუხი „რა დაემართა“ თამარ ბაჩალიაშვილს.

ადვოკატმა და ოჯახმა უკვე მიმართა აშშ – ს საელჩოს.

მსგავსი თემები