“გადაიკეტება ასობით და ათასობით ქუჩა, სისტემა უნდა დაინგრეს” – შსს-სთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს 

შსს-სთან გამართულ აქციაზე ზვიად კუპრავა და რამდენიმე ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. 

შსს-სთან „ლეიბორისტების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სხვა აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავდნენ.  პროტესტის ნიშნად მათ თეთრი ხელთათმანი წითლად შეღებეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლება არჩევნებში ხმების მოგროვების მიზნით, კრიმინალთან არის გარიგებული.

მიხეილ ქუმსიშვილი „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ სისხლიანი ქუჩური გარჩევები ყოველდღიურობად იქცა და არსებული ვითარების შესაცვლელად ყველაფერს იღონებენ. აქციაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„პოლიციელები ჩვეულებრივი მონები არიან“ – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

ეს სისტემა უნდა დაინგრეს, გადაიკეტება ასობით და ათასობით ქუჩა” – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა აქციაზე. მისივე ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი.   

აქცია შსს-სთან ამ წუთებშიც გრძელდება.

მსგავსი თემები