“ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან” – ანა ფოგიტა

ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ, კარლ ჰარცელისა და ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა, სადაც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები შეაფასეს.

„მე უკვე წლებია საქართველოში მიმდინარე არჩენებს ვაკვირდები და სისტემატიურად ჩამოვდიოდი ქვეყანაში, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პანდემიით შექმნილ მდგომარეობას. საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოსავლის მოძებნა. ჩვენ მხედველეობაში უნდა მივიღოთ, ის მოვლენებიც, რომლებიც მოხდა საქართველოში 2019 წლის ივნისში. ქართველები პატიოსანი და ამაყი ხალხია, რითაც მე აღფრთოვანებული ვარ. ჩვენ ბევრი საერთო მახასიათებლები გვაქვს. გასაგები იყო ქართველი ხალხის რეაქცია“, -განაცხადა ანა ფოტიგამ.

ევროპარლამენტარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ საკაშვილის პატირობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუციელებია ღია დ აგამჭვირვალე სასამართლო გაიმართოს.

„რაც შეეხება მიხეილ საკაშვილსმ მე ვიზიარებ აზრს, რომ მისი მმართველობა არ იყო სრულყოფილი. მე ვაკვირდებოდი 2012 წლის არჩევნებს, როდესაც ძალაუფლების გადაცემა ძალიან მშვიდობიანი გზით მოხდა. როდესაც ეგზიტპოლის შედეგები ცნობილი გახდა მან ოპონენტის გამარჯვება აღიარა და ძალიან მშვიდად იქცეოდა. და რა მოხდა საქართველოში მისი დაბრუნების შემდეგ? ფაქტობრივად მას პატიმრობა სასამართლოს გარეშე მიუსაჯეს. მას ჰქონდა ყველანაირი უფლება, რომ თავის ქვეყანაში ჩამოსულიყო. მე იმედი მაქვს ნამდვილი, ღია და გამჭვირვალე სასამართლოსი. ჩვენ შეშფოთებულები ვართ მისი შიმშილობით. შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან. ჩვენ უფრო მეტად საქართველოს მეგობრები ვართ და გვსურს ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვინ მართავს ქვეყანას. ახლა რაც ხდება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, არ არის სწორი. გთხოვთ დარჩით მტკიცედ. გთხოვთ გამონახოთ გამოსავალი. ეს თქვენი როლია და არა ჩვენი. ჩვენ შეგვიძლია გიშუამდგომლოთ, თუმცა გადაწყვეტილება თქვენ უნდა მიიღოთ. ევროკავშირის, შარლ მიშელისა და ელჩ ჰარცელის როლი ამ პროცესში ძალიან პოზიტიურია“, – განაცხადა მან.

მსგავსი თემები