23 წლის გოგონას ცხედრის ექსპერტიზა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ამ წუთებში, გარდაცვლილი გოგონას – თამარ ბაჩალიაშვილის სხეულს ექსპერტიზა უტარდება. ოჯახის თხოვნით საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტებიც ჩაერთვნენ.

როგორც 23 წლის გოგონას მამა ამბობს, გამომძიებემა მას შვილის პრობლემების შესახებ უთხრეს.

„კომპიუტერი გავხსენიო და თქვენი შვილი ძალიან დიდი პრობლემების წინაშე არისო. ასე მითხრა გამომძიებელმა  გუშინ“ – ამბობს გარდაცვლილის მამა, რომელსაც ეჭვი აქვს მისი შვილის სამსახურზე.

შეგახსენებთ, რომ თამარის ცხედარი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილის უკანა სავარძელში იპოვეს, რომელიც წამოწოლილ მდგომარეობაში იყო.   

ოჯახს თვითმკვლელობის ვერსიის კატეგორიულად არ სჯერა.

მსგავსი თემები