მესტიაში 13 წლის ბიჭს ეძებენ

  •  

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, 13 წლის ილია ფილფანს ეძებენ. სამართალდამცავები არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას უკვე ორი დღის განმავლობაში ცდილობენ.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ბიჭი სახლიდან გუშინ დილით გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა.

ბავშვის სამძებრო სამუშაოებში დღეს დილიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20 მეხანძრე-მაშველი ჩაერთო.

გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანანონო აღკვეთას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.

მსგავსი თემები