ეკა ბესელია არ გამორიცხავს, ამერიკის ელჩს პროკურორთან რურუას გათავისუფლებაზეც ესაუბრა

პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ პროკურატურაში აშშ ელჩთან შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა, ბესელია არ გამორიცხავს, რომ ელჩს რურუას საკითხზეც ისაუბრა, დეპუტატი იმ გზავნილებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ელჩის მხრიდან გაჟღერდა.

„ამ განცხადებების მიღმა იკითხებოდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, საით მიდის საქართველო წინ თუ ბრუნდება წარსულში, ამიტომ ამ განცხადების უკან დგას კონკრეტული გზავნილი, უნდა იყოს  სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი გარემო, არა რეპრესიული პოლიტიკური ველი, უნდა იყოს აბსოლიტური გარანტია იმისთვის, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდ და სამართლიან გარემოში. არ უნდა იყოს დაშვებული პროკურატურის მექანიზმი და ბერკეტი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ეს იკითხება ამერიკის ელჩის გზავნილში. მე არ მახსოვს არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე რა სისტემით ვატარებდეთ არჩევნებს არ გვცოდნოდა, ვიდრე კანონად არ იქცევა ეს პროექტი იქამდე ყველაფერი არის ვარაუდი.

მე მიჭირს რაიმეს ვარაუდის დონეზე თქმა, ამიტომ შეიძლება რურუას თემაზე ყოფილიყო კიდევაც საუბარი,“ – განაცხადა ბესელიამ.

მსგავსი თემები