დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსი დაუდგინდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირად თანაშემწეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის ანალიზებმა უარყოფითი შედეგი აჩვენეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თანაშემწე სამხედროა და სავარაუდოდ, ახლო კონტაქტი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტთან.

„თეთრი სახლის სამედიცინო სამსახურმა შეგვატყობინა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალების წევრს, რომელიც თეთრ სახლში მუშაობს, კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

მსგავსი თემები