“თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, რისკები გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს” – ეკატერინე ტიკარაძე

თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ბოლო დღეების სტატისტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებოდით, რომ მოგვიწევდა კორონავირუსთან თანაცხოვრება. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა, თავის მხრივ, შეასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, ჰოსპიტალური სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო იქნებიან მზად, თუმცა თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს. დღეს გაცილებით უკეთესად ვართ მომზადებული, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ეს რისკები ეფექტურად ვმართოთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი თემები