6 მუნიციპალიტეტში იუსტიციის სახლი აშენდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროს 5 მლნ 300 ათასი ლარი გამოეყოფა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, აღნიშნული თანხა, სამი იუსტიციის სახლის მშენებლობას მოხმარდება. იუსტიციის სახლი 6 მუნიციპალიტეტში – ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში აშენდება. ასევე მოწესრიგდება სერვისები –  წყალტუბოში, სამტრედიასა და ხაშურში.

„ეს არის წყალტუბო, სამტრედია და ხაშური, სამივე დიდი მუნიციპალური ცენტრია, სადაც ჩვენი იუსტციის სამინისტროს სერვისები უკვე მრავალი წელია არ გაიცემა სახარბიელო პირობებში და მიხარია, რომ ჩვენ წელს ჩავუყრით საფუძველს ამ ადგილებში ისეთივე კომფროტული პირობების შექმნას ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორიც არის სხვა დიდ ქალაქებში. ასევე ამ თანხით ჩვენ შევძლებთ დედოსფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ჩოხატაურში, ბაღდათსა და ნინოწმინდაში გამოვაცხადოთ საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის ტენდერები, რასაც ვერ ვაკეთებდით აქამდე, რადგან ყველა სამშენებლო თუ კაპიტალური ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა გვქონდა ათვისებული და ეს დამატებითი სახსრები მოგვცემს ამ ტენდერების ჩაშვების საშუალებას, ანუ წელსვე მშენებლობების დაწყების შესაძლებლობა გვექნება“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მსგავსი თემები