,,სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ…”- თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე უკრაინაში ხუთი ქართველი მებრძოლის დაღუპვას ეხმაურება და მათ ოჯახებს უსამძიმრებს. მისი თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად.

„მინდა სამძიმარი გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, რომელიც დავკარგეთ, ჩვენთვის არის ძალიან ღირებული და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი თანამემამულეები დაიღუპნენ, თუმცა ასევე უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს უკვე გავლილი აქვს ის მძიმე ომი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს. ჩვენი ტერიტორიები უკანონო ოკუპაცია გრძელდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რას ნიშნავს სამხედრო აგრესია, რას ნიშნავს ომი და რას ნიშნავს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააკეთებს მაქსიმუმს, რომ ეს ომი დასრულდეს დროულად, რათა უკრაინის მშვიდობიანი ხვალინდელი დღე იყოს გარანტირებული. ასევე, მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინას და მოლდოვას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და პირველად, ასეთ მაღალ დონეზე აღიარებული იქნა საქართველოს ევროპული პერსპექტივა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები