“როდესაც ასე გვიტევს კორონავირუსი, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კიდევ სხვა დაავადებები” – პაატა იმნაძე

  •  

ვაქცინაცია არის კაცობრიობის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი სამედიცინო აზრს შეუქმნია და დღეს, როდესაც ასე გვიტევს კორონავირუსი, არ დაგვავიწყდეს, რომ არსებობს კიდევ სხვა დაავადებები, რომელთა მართვა ადამიანებს შეუძლია და რომ ვაქცინაცია, კაცობრიობის მომავალია – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ყვავილის დაავადების დამარცხების მე-40 წლისთავს მიეძღვნა.

მისი თქმით, ეს დაავადება კაცობრიობას 25 საუკუნის განმავლობაში ანადგურებდა და მისი დამარცხება გასულ საუკუნეში მოხდა და ეს ვაქცინაციის დამსახურებაა.

დღეს მსოფლიოში ყვავილის დაავადების დამარცხების დღეა. 1980 წლის 8 მაისს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ეს ინფექციური დაავადება აღმოფხვრილად გამოაცხადა.

მსგავსი თემები