„100 000-მდე ადამიანმა სამსახური დაკარგა“ – მინისტრის მოადგილე

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში, სამუშაო ადგილი 100 000-მდე ადამიანმა დაკარგა. მისივე შეფასებით, წელს ყველაზე ცუდი წელია, ყველაზე დიდი დარტყმა კი ტურიზმის სექტორს მიადგა.   

„წელს არის ყველაზე ცუდი წელი. ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორიდან. ეს დარტყმა მთლიანად აისახება 2020 წელზე. წელს უკვე ტურიზმის დანაკლისი არის ქვეყენაში. თუ ტურიზმმა აღდგენა გვექნა, შეიძლება მივაღწიოთ 7%-იან ზრდას“ – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარამეტრში, სადაც დაკარგულ სამუშაო ადგილებზეც ისაუბრა.   

“წელს, ეკონომიკური შემცირება, რა თქმა უნდა, დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს. ვგულისხმობ ბიზნეს სექტორში, დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის მოქმედებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით და ის, რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით 100 ათას ადამიანამდეა, ვინც შემოსავლი დაკარგა“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მსგავსი თემები