რით განსხვავდება კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტების სიმპტომები – ექიმის განმარტება

  •  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა განმარტა, რა განსხვავებაა  კორონავრიუსით ინფიცირებული მსუბუქი, საშუალო და მძიმე პაციენტების სიმპტომატიკაში.

ალექსანდრე გოგინავას თქმით, მთავარი ფაქტორი პნევმონიის სიმძიმეა.

„მოგეხსენებათ, რომ ყველაზე უფრო ხშირი გართულება ახალი კორონავირუსული ინფექციის არის პნევმონია. ხშირ შემთხვევაში პაციენტის სიმძიმე განპირობებულია პნევმონიის სიმძიმით. მსუბუქ პაციენტებს ან არ აღენიშნებათ პნევმონია, ან აქვთ ძალიან მსუბუქი პნევმონია, ხოლო საშუალო სიმძიმის პაციენტებს და მძიმე პაციენტებს აღენიშნებათ ხოლმე ორმხრივი პნევმონია. თუ ამ პნევმონიას თან ახლავს სუნთქვის უკმარისობა და სხვა დარღვევები, ამ შემთხვევაში ასეთი პაციენტი ფასდება უკვე როგორც მძიმე პაციენტი ან კრიტიკული.

გარდა პნევმონიისა ხშირად სხვა ორგანოთა სისტემის დაზიანება ხდება. არა ისე ხშირად, როგორც სასუნთქი სისტემის, მაგრამ მაინც. ეს არის გულსისხლძარღვთა სისტემის დაზიანება, პირველადად, პნევმონიის გარეშე. შეიძლება მიოკარდიტი ან პერიკარდიტი განვითარდეს. ასევე თირკმელების დაზიანება – შეიძლება თირკმლის უკმარისობა განვითარდეს. ასევე ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება. გააჩნია, სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვა სიმპტომია განვითარებული“, – განმარტა გოგინავამ.

მსგავსი თემები