ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე მეწყერმა სამი ადამიანი მოიყოლა.
არსებული ინფორმაციით, ზვავში მოყოლილი ადამიანები ტრაქტორისტები არიან, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდნენ.
ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს მაშველები მიემართებიან.