თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლი მოათავსეს, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში სატვირთო ავტომობილის ორი მძღოლია მოთავსებული, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდასტურდა.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მდგომარეობა სტაბილურია და „ალბათ, მალე გამოჯანმრთელდებიან“.

“მათი მდგომარეობა არ არის მძიმე. უკვე დაავადების დაახლოებით მე-9 თუ მე-10 დღეა. შესაბამისად, 10 დღის განმავლობაში თუ არ იქნება ხოლმე დაავადების მკვეთრი პროგრესირება, ასეთი პაციენტების მდგომარეობა მუდმივად სტაბილურია და უფრო ადრე ეწყება ხოლმე გამოჯანმრთელება და ეს ორი პაციენტი ასეთ სიტუაციაშია ამ ეტაპზე. მათი მდგომარეობა ალბათ, დარჩება სტაბილური“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები