მსოფლიოში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით უკვე ერთი მილიონი ადამიანია დაინფიცირებული. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 50 000 ადამიანი დაიღუპა, 200 000 ინფიცირებული კი, გამოჯანმრთელდა.

დაავადებულთაგან 37,702 (5%) პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ყველაზე მეტი – 235,747 ინფიცირებული ჰყავს აშშ-ს, შემდეგ იტალიას, ესპანეთს, გერმანიას და ჩინეთს.

მსგავსი თემები