საარჩევნო უბნები დაიხურა

საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნები 20:00-ზე დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი შეწყდა.

დღეს საქართველოში, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მერებისა და საკრებულოების მაჟორიტარი წევრების არჩევნების მეორე ტური 40 საარჩევნო ოლქსა და 1869 საარჩევნო უბანზე ჩატარდა.

გახსნილი იყო 1830 საარჩევნო უბანი. ამომრჩევლებს მოემსახურა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 8 უბანი და ასევე 29 სპეციალური უბანი, რომლებიც სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს მოემსახურა.

მეორე ტურის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა  საქართველოს 2 088 722 მოქალაქეს შეადგენდა. 

17 მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება “ქართულ ოცნებასა” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატებს შორის მოუწიათ. რაც შეეხება დანარჩენ 3-ს, მმართველი გუნდის კანდიდატის კონკურენტი ცაგერში გიორგი გახარიას პარტიის წევრი, თიანეთში “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური, ხოლო ოზურგეთში – დამოუკიდებელი კანდიდატი იყვნენ. 

მსგავსი თემები