მარნეულში 150 კაციან საველე ჰოსპიტალს ამზადებენ, მდგომარეობა რთულდება

  •  

„ყველა მათგანი, ვინც ახლა ბოლნისსა და მარნეულშია, დარჩებიან ჩაკეტილ სივრცეში“ – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის ინფორმაციით „ჯეო ჰოსპიტალის“ ტერიტორიაზე მოეწყობა საველე ჰოსპიტალი და განთავსდება კარვები.

„იქნება 150 კაციანი საველე ჰოსპიტალი, მდგომარეობა რთულდება. ამ წუთში ხდება ადგილის მოსუფთავება.მოსახლეობა, რომელიც ახლა ბოლნისსა და მარნეულშია დარჩებიან ჩაკეტილ სივრცეში ორი კვირის განმავლობაში. შეიქმნება მოხალისეთა 40 კაციანი ჯგუფები, რომლებიც მოემსახურებიან სოციალურად დაუცველებს და მოხუცებს. განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში ადამიანებს სპეციალური ეკიპირებით შეეძლებათ გამოსვლა, ეს ეხება ექიმებს,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მსგავსი თემები