„თუ მეუფე იაკობი მეუფე პეტრეს ხელით შეეხო, ის უნდა განიკვეთოს“ – მღვდელ-მონაზონი ანდრია სარია

„მოციქულთა 27-ე კანონში ჩაიხედეთ, რასაც მეუფე იაკობი აცხადებს თუ მართალია,  ის განსაკვეთია“ – ეს განცხადება მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ „მედიაცენტრ მთავართან გააკეთა.

მამა ანდრიას ინფორმაციით, წმინდა სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრესთვის ხელით შეხება არ ყოფილა.

„როგორც მეუფე პეტრე ამბობს, ხელით ჩხუბი და დარტყმა მისი მხრიდან არ ყოფილა, მაგრამ, სხვისი მხრიდან შეიძლება იყო. თვითონ მეუფე იაკობი ამბობს, მე შევეხეო. თუ ის ამბობს რომ დარტყმის მიზნით შეეხო, ერის მოციქულთა 27-ე კანონით, ეს ქმედება განკვეთას ითვალისწინებს. ესეც საეკლესიო კანონის დარღვევაა. იაკობი უნდა განიკვეთოს ამის გამო. თვითონ ამბობს რომ მე ხელით გავიწიეო. მეუფე პეტრეს ეს არც უგრძვნია. ეტყობა, იმდენად რეზონანსული იყო ეს საკითხი, ვფიქრობ რომ მეუფე პეტრეს ემოციურად არც უგრძვნია და გაუგია, რომ ვინმე ეჯაჯგურებოდა“ -განაცხადა მღვდელ მონაზონმა „მედიაცენტრ მთავართან“.  

მისივე შეფასებით,  თუ სინოდს მართლა სურს საეკლესიო კანონებით მსჯელობა, პირველ რიგში, მეუფე იაკობი უნდა განიკვეთოს.

მსგავსი თემები