პარლამენტთან, აქციის მონაწილეებმა კასრები და შეშა მიიტანეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ორგანიზატორებმა გასათბობად შეშა და კასრები მიიტანეს.

ორგანიზატორების თქმით, ეს არის შემოწირულობა და საზოგადოებას სურვილის შემთხვევაში შეუძლია, აქციის მონაწილეებს საჭირო ნივთები მიაწოდონ.

აქცია “ყველა ერთის წინააღმდეგ” დღეს 19:00 საათზე დაიწყება. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტის წინ, კარვებში, მთელი ღამით დარჩება, აქციების გაგრძელებას კი მოთხოვნების შესრულებამდე აპირებენ.

მსგავსი თემები