გურამიშვილზე, აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

  •  

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. 

39 წლის მამაკაცი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 19 ოქტომბრის შემდეგ იყო მოთავსებული. აფეთქების შედეგად მას სხეულის 60% ჰქონდა დამწვარი.

თბილისში, გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი არის გაჟონვის შედეგად აფეთქება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს მოხდა. 

მსგავსი თემები