შესაძლოა, მალე, წყლის ტაქსებმა ელექტროძრავით იმუშაონ

  •  

ფრანგული სტარტაპი – სიბაბლი(ზღვის ბუშტუკები), ცდილობს წარმოებაში ჩაუშვას უკვე არსებული წყლის ტაქსის ეკომეგობრული პროტოტიპი, რომელიც ელექტროძრავით იმუშავებს. საპილოტე მოდელი უკვე აგებულია. ჟენევის ტბის შემდეგ კი, ის მდინარე სენაზეც გამოსცადეს. პროექტის ბიუჯეტი 3.500.000 დოლარს შეადგენს 

წყლის ტაქსის კაბინაში 4 მგზავრი ეტევა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 11 და 15 კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრაობისას ის უხმაუროდ მიცურავს, თუმცა ტალღების წინააღმდეგობის გადალახვის ფუნქციითა და დამატებითი ძრავით, მისი სიჩქარე, შესაძლოა, 46 კმ/სთ-მდე განვითარდეს.  

სტარტაპერები მომდევნო 5 წლის განმავლობაში თავიანთი პროდუქტის 50 სხვადასხვა ქალაქში დამკვიდრებას გეგმავენ. 

მსგავსი თემები