„დიდი პრობლემა, რაც ბოლო დროს გახშირდა,  მოზარდებში გამოვლენილი ძალადობა და სისასტიკეს“  – დიმიტრი ხუნდაძე

  •  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს და ავამდროულად, ახალგაზრდების მკვლელობასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. დეპუტატის თქმით,  სიმართლე აუცილებლად დადგინდება.

-„მსურს ყველა პატარას მივულოცო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ბავშვები ჩვენი უპირველესი საზრუნავია. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი ახალი ინიციატივა განვახორციელეთ, თუმცა, პრობლემები ჯერ კიდევ რჩება.  ჩვენს შორის არიან სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები, რაც ძალიან  ცუდია და ყველაფერი უნდა ვიღონოთ იმისათვის, რომ საქართველოში ბავშვები სიღარიბეში არ იზრდებოდნენ, მათ ჰქონდეთ ლაღი და თავისუფალი ბავშვობა.

კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რაც ბოლო დროს გახშირდა – მოზარდებში გამოვლენილი ძალადობა და სისასტიკე. ამის ერთ-ერთი გამოძახილი იყო გუშინდელი დღეც. სრულად ვუთანაგრძნობ შვილმკვდარ მამას და მჯერა, რომ სიმართლე აუცილებლად დადგინდება, თუმცა, არც ეს ვნებათაღელვა არ უნდა დასჭირვებოდა ხალხს. ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.  თუ ეს გამოძიება სწორად არ წავმართეთ, ვერ დავიცავთ სხვა ბავშვების სიცოცხლეს. რაც შეეხება პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც  ამ ტრაგედიით ხელს ითბობენ, მეტი გააზრება და სინდისი მართებთ.  ისინი ქვეყნის სატბილურობას საფრთხეს უქმნიან.

ჩვენს ქვეყანას უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემები აქვს და თითოეული ბავშვის სიცოცხლე უძვირფასესია. ოჯახი, სკოლა და საზოგადოება, სადაც ბავშვი იზრდება, უნდა იყოს პასხისმგებელი მის სწორად ჩამოყალიბებაზე.  მესმის, რომ მშობლებს ზოგჯერ მძიმე სოციალური პრობლემები აქვთ, მაგრამ, ბავშვი არ უნდა იზრდებოდეს ბედის ანაბარა. სახელმწიფო და და ყველა ის ინსტიტუტი, სადაც ბავშვი ყალიბდება, თანაბრად პასუხისმგებელია მისი უფლებების და სიცოცხლის დაცვაზე.

გუშინდელი დღის შემდეგ, ძნელია მისალოცი სიტყვები წარმოსთქვა, მაგრამ, ეს დღე ბავშვებს ეკუთვნით და მსურს ისეთი ცხოვრება ვუსურვო,   სადაც არა ცრემლებით, არამედ, ბედნიერების ღიმილით იცხოვრებენ, ისწავლიან და ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები