“29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო” – პრეზიდენტი ქართულ არმიას

სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურის პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ ჯანჯღავასთან ერთად თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მართვის ცენტრში იმყოფებოდა,საიდანაც ქართულ არმიას და სამშვიდობო მისიებში მყოფ სამხედროებს მიმართა.

“29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თავის სიმაღლეზე დადგა.

მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთლიანად იცვლება მსოფლიო. მსოფლიოს წინაშე მდგარი ასეთი დიდი გამოწვევა საქართველომ პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებით გაიარა, მაგრამ ჯერ წინ ბევრი, სხვა რთული ეტაპი გველის. ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენ ასახელეთ საქართველო თქვენი პროფესიონალიზმით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიებში. ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. ამდენად, თქვენ ამ სახელმწიფოს სახე და სიამაყე ხართ, ამისათვის დიდ მადლობას გიხდით.

არ შეიძლება დღეს არ გავიხსენოთ სამშობლოსათვის დაღუპული ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი მომავალი წარმატებების მონაწილენიც არიან.

არ შეიძლება პატივი არ ვცეთ ჩვენს ვეტერანებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ ის სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანის სურვილია, რამეთუ ძლიერი ჯარი ძლიერი ვეტერანების გარეშე არ არსებობს.

ყველას უდიდეს მადლობას გიხდით. ერთად გავაგრძელოთ ჩვენი საერთო ბრძოლა და ერთად მოვიხადოთ ჩვენი ვალი სამშობლოსა და ერის წინაშე“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო” – პრეზიდენტი ქართულ არმიას”

  1. I need to tоо tһank yоu fοr this fantastic
    reɑd!! I definiteⅼy enjoyed eѵery bіt of
    it. I һave yоu bookmarked tօ check out new things үou
    post…