გიგა ბუკია გახარიას მინისტრობის პერიოდში, ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლას წარმატებულად აფასებს

  •  

პარლამენტის წევრი, გიგა ბუკია ნარკოტიკების რეალიზაცია-გასაღების წინააღმდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მინისტრის, გიორგი გახარიას საქმიანობას წარმატებულად აფასებს.

გიგა ბუკია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შს სამინისტრო, სადამსჯელო ღონისძიებებიდან, გადასულია ნარკომომხმარებლების მკურნალობაზე, რაზეც სპეციალური პროგრამების არსებობაც მეტყველებს.

„გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში ნარკორეალიზატორთა წინააღმდეგ ბრძოლა ცალსახად წარმატებულად უნდა შეფასდეს. ბოლო წლების განმავლობაში, სარეალიზაციოდ გამზადებული ასობით ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს, ნარკორეალიზატორები დააკავეს და პასუხისგებაში მისცეს. ამავე დროს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ, სადამსჯელო ღონისძიებებიდან გადასულია პრევენციულ მიდგომებზე – ნარკომომხმარებლების მკურნალობაზე და ამ მხრივ, სპეციალური პროგრამაც მოქმედებს”, – აცხადებს გიგა ბუკია.

დეპუტატის თქმით, შსს-ში რეფორმები წარმატებულად მიმდინარეობს, რასაც გიორგი გახარია, როგორც უწყების ხელმძღვანელი, პროფესიულად უძღვება.

“აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში წარმატებული რეფორმები მიმდინარეობს და ყოველივე ამ პროცესებს გიორგი გახარია, როგორც უწყების ხელმძღვანელი, პროფესიულად წარმართავს. ყოველივე აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გასაგებია, თუ რატომ მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ორკესტრირებული შეტევა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით”, – განაცხადა გიგა ბუკიამ.

მსგავსი თემები