“გამოიკვეთა 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობის საკითხი” – გურამ მაჭარაშვილი

“პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე, კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა, 20-21 ივნისის მოვლენების მთავარი შემოქმედის და მაპროვოცირებელი ძალის, ,,ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ლიდერების პასუხისმგებლობის საკითხი” ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, საქართველო სამართლებრივ სახელმწიფოს წარმოადგენს და ნიკა მელიას მიერ შესაძლო ჩადენილ დანაშაულზე ვერდიქტი სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

„დესტრუქციული ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად, განსხვავებული რაკურსით გვაჩვენონ 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენები და საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს მომხდარში არანაირი ბრალი არ მიუძღვით, მოქალაქეების უდიდესი ნაწილი თავად ადევნებდა თვალყურს და შესანიშნავად მოეხსენება რა სახის მოწოდებები, ჟესტიკულაცია და აქტივობა უძღოდა წინ, განვითარებულ მოვლენებს, ნიკანორ მელიას მხრიდან.

კადრებში ნანახის გარდა, რომელიც თავის მხრივ ქმნის სრულიად ნათელ სურათს რა ხდებოდა შტურმის დაწყებამდე და შტურმის მიმდინარეობის პროცესში, დღეს გამართულ ბრიფინგზე ითქვა,რომ პროკურატურა ფლობს ვიდეო და აუდიო მასალებს, რომელიც კიდევ უფრო ამყარებს წარდგენილი ბრალის სისწორეს.

აქვე მინდა აღვნიშნო, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და საბოლოო ვერდიქტი მელიას თუ ნებისმიერი სხვა პირის მიერ ჩადენილ (შესაძლო) დანაშაულზე სასამართლომ უნდა გამოიტანოს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები