წელს ნადირობის სეზონი ერთი კვირით გვიან დაიწყება

  •  

2019 წელს, ნადირობის სეზონი ერთი კვირით უფრო გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს დაიწყება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“სამინისტროს ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ, სამეცნიერო წრეებთან ერთად, გადამფრენი ფრინველების ზრდა-განვითარების ციკლის გაანალიზების საფუძველზე, მიზანშეწონილად მიიჩნია, ნადირობის სეზონის გახსნის გონივრულ თარიღად აგვისტოს ბოლო შაბათის დასახელება”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/15816?fbclid=IwAR3IpzaLXcQKGxQSpjsk27ywSE-Zyk_y5EdSLhqVONSvF3yXNf2BJ9sMy8c

მსგავსი თემები