“სტრასბურგის სასამართლოს მოუწია მტკიცება, რომ მის გადაწყვეტილებაში არავინ ჩარეულა” – გურამ მაჭარაშვილი “რუსთავი 2”-ზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა, ევროპულ სასამართლოს თავი ამართლებინა, რითაც საქართველო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. 

როგორც გურამ მაჭარაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა,  ნიკა გვარამია და დესტრუქციული ოპოზიცია, ქვეყანაში არეულობას  აანონსებს, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.

“სამწუხაროდ, ოპოზიციის დესტრუქციულმა ნაწილმა, ნიკა გვარამიასთან ერთად, შეძლო და თავი ამართლებინა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რაც არის უპრეცედენტო მოვლენა ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუციის ისტორიაში.  სტრასბურგის სასამართლოს მოუწია იმის მტკიცება, რომ მის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში არავინ ჩარეულა, მათ შორის არც საქართველოს ხელისუფლება. ამით ოპოზიციამ არამხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მთელი ქვეყანა ჩააყენა უხერხულ მდგომარეობაში.  საზოგადოებამ შესანიშნავად იცის, რომ არც „რუსთავი 2“ იხურება, არც გამოხატვის თავისუფლება იზღუდება, არც დემოკრატია მთავრდება საქართველოში, მაგრამ ამის მიუხედავად, გვარამია და მისი მიმდევრები ქვეყანაში ინფორმაციულ ვაკუუმს და აპოკალიფსს  აანონსებენ. ჩვენ, ხელისუფლება ვერ და არ დავუშვებთ, რომ ამ დესტრუქციული ნაწილის მოწოდებებს მოჰყვეს რაიმე ტიპის არეულობა ან სამოქალაქო დაპირისპირება,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

მსგავსი თემები