შვიდსულიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს

  •  

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ნიჩბისში, წუხელ, გვიან ღამით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ, სოციალურად დაუცველ, შვიდსულიან მაკარაშვილების სახლს სახურავი ახადა.

ოჯახში, სადაც 4 არასრულწლოვანი ბავშვი იზრდება, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. ოჯახი დროებით მეზობლის სახლს აფარებს თავს.

,,სახლი რამდენიმე თვის წინ გადავხურეთ. წინა სტიქიის დროს გადახდილი სახლისთვის  თუნუქის სახურავი მერიამ გადმოგვცა, დილითაც ამოსული იყვნენ და დახმარებას შეგვპირდნენ. მადლობის მეტი რა გვეთქმის.“- განაცხადა ოჯახის წევრმა ქეთევან სარალაშვილმა.

ადგილზე იმყოფებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად.  გაეცვნენ არსებულ მდგომარეობას და ოჯახს უახლოეს პერიოდში დახმარებას დაპირდნენ.

მსგავსი თემები