„არ დავთმობთ, თავი დაანებონ გარეჯს“ – დღეს, „პატრიოტები“ გარეჯისკენ ირაზმებიან

  •  

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით, დღეს, დავით გარეჯის მონასტრისკენ მასშტაბური მსვლელობა იგეგმება. მოხალისეები რესპუბლიკის მოედანზე 13:00 საათზე შეიკრიბებიან, მათ ტრანსპორტირებასა და პლაკატებით აღჭურვას „პატრიოტთა ალიანსი“ უზრუნველყოფს.

როგორს ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ირმა ინაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში აღნიშნა, მსვლელობა მშვიდობიანია, თუმცა, აზერბაიჯანის გონიერმა პრეზიდენტმა უნდა გაიგოს, რომ ქართველი ხალხი გარეჯს არ დათმობს.

“დღეს, პირველ საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. მივდივართ გარეჯში. ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით, არის ტრანსპორტი. ჩვენ უკვე 2 კვირაზე მეტია, ამ მსვლელობისთვის ვემზადებით. ამ აქციის მიზანია, თბილისმაც და ბაქომაც, საქართველომაც და აზერბაიჯანმაც გაიგოს და გააცნობიეროს რომ ქართველი ხალხი არ აპირებს დავით გარეჯის დათმობას. ძალიან ბევრი, სვადასხვა ტიპის ინფორმაცია ვრცელდებოდა დავით გარეჯთან მიმართებაში ბოლო პერიოდში. ჩვენ ვხედავ, რომ საკითხი ჰაერშია. სადემარკაციო კომისიამ მუშაობა დაიწყო, მაგრამ რეალური შედეგი ჯერ არ ჩანს,“ – განუცხადა ინაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე ინფორმაციით, მსვლელობაში მონაწილეობას, პარტიული აქტივის გარდა, რიგითი მოქალაქეები, მოხალისეებიც მიიღებენ

„საზოგადოებრივ, სამოქალაქო აქტივობაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ჩვენ, მთელი პარტია, რეგიონული სტრუქტურები, მოხალისეები, უბრალოდ მხარდამჭერები ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. ტრანსპორტირებას ჩვენ ვახდენთ. ეს არის მშვიდობიანი აქცია. მთავარი მიზანი მშვიდობაა. ჩვენ, აზერბაიჯანელები მიგვაჩნია ჩვენს კეთილ მეზობლებად, ჩვენ პატივს ვცემთ აზერბაიჯანელებს და მათ პრეზიდენტს. მიგვაჩნია რომ ალიევი გონიერი კაცია და სწორედ აქედან გამომიდნარე, მოვუწოდებთ, თავი დაანებონ დავით გარეჯას მონასტერს“ – აღნიშნა ირმა ინაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება ღონისძიების ფორმატს, როგორც დეპუტატმა გვითხრა, სიტყვით გამოსვლაც იქნება: „მონასტრის ტერიროტიაზე ჩატარდება შეკრება, იქნება ტრასფარანტები, დროშები, გამომსვლელები. მთავარი გზავნილი უნდა მივიდეს ორივე ხელისფლებასთან – ქართველი ხალხი არ აპირებს, დათმოს დავით გარეჯა, არადა, ვხედავთ, რომ ჯერ საააკშვილის ხელისუფლებამ დათმო გარეჯი და პირდაპირ აკეთებდნენ განცხადებებს, რომ გარეჯის ნახევარი აზერბაიჯანს ეკუთვნის. შემდეგ, ეს პროვეცი ქართული ოცნების ხელისფლებამ გააგრძლა“.





მსგავსი თემები