შოთა ხაბარელი: „სახელმწიფოს უპირველესი პრიორიტეტი სპორტის განვითარება უნდა იყოს“

  •  

„თავდაცვისუნარიანობისთვის სპორტი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოსთვის უპირველესი პრიორიტეტი უნდა იყოს. უნდა ვიზრუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე“,- ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრს „მინისტრის საათის ფორმატში“ მოუსმინეს.

შოთა ხაბარელის აზრით, დღეს ქვეყნისთვის გამოწვევაა ის, რომ წვევამდელთა 30% სამხედრო სამსახურისთვის უვარგისია. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპონენტი თავდაცვის სამინსიტროს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს.

 „წვევამდელთა „დაბრაკვის“ მაღალი მაჩვენებელი ახალგაზრდობის ცხოვრებაში სპორტის ნაკლებობით აიხსნება. ეს არის მართლაც დიდი გამოწვევა და სათანადო უნდა გავამახვილოთ ამაზე ყურადღება. სპორტი არის არა მარტო სპორტი, ეს არის თავდაცვისუნარიანობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა უნდა გავხადოთ პრიორიტეტული და ამ მხრივ თანხები არ უნდა დავიშუროთ. ჩვენ მიზანია, ჯანმრთელი და  ჯანსაღი ახალგაზრდები მოხვდნენ ჩვენს ჯარში. მათ უნდა დაიცვან ჩვენი უსაფრთხოება. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი“,- განაცხადა შოთა ხაბარელმა.

მსგავსი თემები