“ირაკლის მუსიკა გახარიას გადადგომასთან არ არის ასოცირებული” – ქეთათო ჩარკვიანის პროტესტი

პარლამენტის შენობის წინ, აქციებზე ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს აღარ გააჟღერებენ. მიზეზი მუსიკოსის მეუღლის პროტესტია, რომელიც მიიჩნევს, რომ “მეფის” შემოქმედების უნებართვოდ გაშვებით მისი უფლებები, ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, დაირღვა. ქეთათოს არ სურს, რომ ირაკლი ჩარკვიანის ხმა გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციებზე ინტენსიურად ისმოდეს და ამ საპროტესტო ტალღასთან ასოცირდებოდეს. “ასეთი პერმანენტული სახით მეც არ მინდა, რომ ტრიალებდეს ეს მუსიკა. მხოლოდ გახარიას გადადგომასთან არ ასოცირდება ეს მუსიკა. ბიძინას “გადმოვცურავ ზღვით” აღვიძებენ და გასაღვიძებლად კიდევ სხვა რამე ჩაურთონ”, – განაცხადა ქეთათო პოპიაშვილმა. ქეთათო არ გამორიცხავს, თუ მეუღლის მუსიკას მისი ნებართვის გარეშე გაუშვებენ, აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ…

მეტი...

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული ერთ-ერთი პირი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს

20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული, ზურაბ ბუდაღაშვილი ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს. ამის შესახებ დაკავებულის დედამ, მაგული გობეჯიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, ოჯახი მაინც ეცდება ინტერესების დამცველის მომსახურებით ისარგებლოს დაკავებულმა. ბუდაღაშვილი და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებული კიდევ სამი პირი პოლიციის მთავარ სამმართველოში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან. პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებიან დაკავებულების ცოტნე სოსელიასა და ბესიკ თამლიანის ადვოკატებიც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი გუშინ დააკავა.

მეტი...

“გელოდებით ყველას ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ ზაფხული საქართველოში”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კამპანიაში „გაატარე ზაფხული საქართველოში“ ჩაერთო და ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლისკენ მოუწოდა.  სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა ბათუმიდან გაავრცელა.„ჩვენ ვიმყოფებით შავი ზღვის ქართული რივიერის უმაღლეს ადგილას. ჩემს უკან არის ყველაზე თანამედროვე ქალაქი ბათუმი და მისი სანაპირო. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ადგილი, სადაც კულტურა ხვდება სილამაზეს. ჩვენ აქვს გვაქვს არქეოლოგიური ადგილები. გელოდებით ყველას ქართული სტუმართმოყვარეობით. გაატარეთ ზაფხული საქართველოში“,- ამბობს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურიზმის მხარდამჭერი კამპანია “გაატარე ზაფხული საქართველოში” აქტიურად მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის…

მეტი...

135 ავტომანქანის შეძენაზე  შესყიდვების სააგენტო განმარტებებს აკეთებს

“135 სატრანსპორტო საშუალების შეძენა 44 უწყებისთვისაა დაგეგმილი და ის არ არის განკუთვნილი მაღალი თანამდებობის პირთათვის”, – ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყება ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ტრანსპორტის შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, რომელთა საქმიანობის სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და დაავადებათა კონტროლთან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან, ბუნებრივი რესურსების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან. „ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 44 სხვადასხვა უწყებისთვის 135 ერთეული მე-3 კლასის მსუბუქი მაღალი გამავლობის სამორიგეო, მომარაგების ან/და სხვა სპეციფიკური საქმიანობის განსახორციელებლად თანამშრომელთა ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების კონსოლიდირებული წესით შესყიდვას გეგმავს. აღნიშნული შესყიდვა აუცილებელია ისეთი უწყებების შეუფერხებელი…

მეტი...

შსს-მ ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავა, 1 პირს კი ბრალი ციხეში წარუდგინა

ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული ორგანიზებული დანაშაულისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 პირი დააკავა. ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა ჭელიძის განცხადებით, დაკავებების ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „ბოლო 2 დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმეთვიანი ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ქურდული სამყაროს 10 წევრი დააკავეს, 1 პირს კი ბრალი N17 პენიტენციურ დაწესებულებაში წარუდგინეს.  დაკავების ღონისძიებები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. კერძოდ, ბათუმში, მესტიაში, მარნეულში, დმანისში, რუსთავსა და თბილისში. ერთ-ერთი ბრალდებული წითელ…

მეტი...

„პრაიდის” გამართვა არის ცოდვის პოპულარიზაცია, ძალადობა საზოგადოებაზე და სრულიად დაუშვებელია“ – მამა ანდრია

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე, სასულიერო პირებისა და ე.წ. პრაიდის ორგანიზატორების შეხვედრასა და ერთად დგომაზე განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, თავი სამათლებელი საპატრიარქოს ნამდვილად არ აქვს. „რა მოხდა აშშ-ს საელჩოში? თავდაპირველად მინდა შევახსენო მკითხველს, რომ საპატრიარქო ორი კვირა თავს იმართლებდა იმ სამიტის გამო, რომელიც მას არ დაუორგანიზებია და გავრილოვის გამო, რომლის მოწვევაც საპატრიარქოსთვის არავის შეუთანხმებია. ახლა კი ფაქტიურად აშშ-ს საელჩოს სტუმრების სიის გამო, ისევ საპატრიარქომ ხომ არ უნდა იმართლოს თავი? ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობა იყო ამ მიღებაზე გადაღებული ფოტოს ისე წარმოჩენა, თითქოს რაიმე დაფარული…

მეტი...

სასამართლომ, “112”-ის მომსახურების ჩამოჭრა არაკონსტიტუციურად მიიჩნია

საკონსტიტუციო სასამართლომ 112-ის მომსახურების საფასურის გადახდა, რომელიც ყოველთვიურად ფიზიკური პირისთვის 0.20 ლარს, ხოლო იურიდიული პირისთვის, ორგანიზაციისთვის და დაწესებულებისთვის 0.50 ლარს შეადგენდა, არაკონსტიტუციურად სცნო. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, აბონენტს 112-ის მომსახურების საფასური ეკისრებოდა მისი ნების მიუხედავად, რაც არღვევდა საკუთრების უფლებას. ამავე დროს, საკუთრების უფლებაში ჩარევა ხორციელდებოდა არა კანონის, არამედ მთავრობის დადგენილების საფუძველზე, რაც ფორმალურად ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მოთხოვნებს. გარდა ამისა, „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფი“ მიუთითებდა, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ 112 -ის საფასურის განსხვავებული ტარიფის არსებობას არ გააჩნდა ობიექტური საფუძველი და დისკრიმინაციული…

მეტი...

კახეთში, 6500 ჰექტარზე დათესილი ხორბლის მოსავლი აიღეს

კახეთის რეგიონში, თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსავლის აღების სამუშაოები რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და შეუფერხებლად გრძელდება.  კახეთში, დღეისათვის, 103 ერთეული კომბაინია მობილიზებული; აქედან დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 45, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში 58 ერთეული, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს, რათა მოსავლის აღება აგროვადების დაცვით მოხდეს. ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უკვე აღებული აქვს 6500 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი; აქედან, 2300 ჰექტარზე  ქერი და 4200 ჰექტარზე  ხორბალი.

მეტი...

„თავგაცხელებული პოლიტიკოსები ყოველთვის გვეყოლება, რომლებიც მოქალაქეებს ძალადობისკენ წაახალისებენ“ – გია აბაშიძე

„როდესაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში, მშვიდობიანი აქციის დარბევა-დაშლაზეა საუბარი, ყოველთვის,  მაშინ დასისხლიანებული ოპოზიციის ლიდერები მახსენდება, რომლებიც მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალდნენ“ – აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და ფიქრობს, რომ ძალოვანი უწყებების აღჭურვილობაში არსებული იარაღების ჩამონათვალის გადასახედია. „საზოგადოება ვერ ხედავს ვერც ერთ ნაკუწშემოგლეჯილ ე.წ. ოპოზიციის წევრს.  ვერც ე.წ. პოლიტიკანებისგან მოგლეჯილ ტანსაცმლის ნაწილს, არადა, ისინი ბლომად იყვნენ 20 ივნისის აქციაზე. წლების წინ, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, კი გვახსოვს დასისხლიანებული  კობა დავითაშვილი, ზურა აბაშიძე, გია მაისაშვილი. როდესაც ყველაფერი დაწყნარდება და დამშვიდდება,  უნდა შევთანხმდეთ, რომ  პოლიციის აღჭურვილობაში არსებული იარაღის სიის გადახედვა უნდა მოხდეს.  სამწუხაროდ, ჩვენ…

მეტი...

მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება, მიხეილ გიორგაძემ, მის “ფეისბუქ” გვერდზე გააკეთა.  როგორც მიხეილ გიორგაძე წერს, ის კერძო სექტორში ბრუნდება. “მეგობრებო, მსურს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ გაცნობოთ. იცით, რომ 5 წლის წინ დავიკავე კულტურის მინისტრის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში ჩემი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროს დავუთმე. შემდეგ შემოგვიერთდა ასევე უმნიშვნელოვანესი – სპორტის სფერო და მეამაყება, რომ ამ მიმართულებითაც ბევრ და დიდ წარმატებას მივაღწიეთ! დღეს კი მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის…

მეტი...

ბაგა-ბაღების ექთნები გადამზადდებიან

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ექთნები, პირველადი გადაუდებელი დახმარების, დიარეისა და ინფექციური დაავადებების გამოვლენა-მართვის მიმართულებით, სპეციალურ ტრენინგს გადიან.  როგორც თბილისის მერიაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ექთნების გადამზადებას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს.  “ტრენინგი პირველად საზაფხულო ბაღის ექთნებისთვის ჩატარდა და მსმენელებს საშუალება ჰქონდათ გაევლოთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კურსი და ენახათ, თუ რა თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიებია ხელმისაწვდომი მცირეწლოვანი ბავშვებისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევისათვის,” – განაცხადეს თბილისის მერიაში. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ექთნების მეორე ნაკადი გადამზადებას სააღმზრდელო წლის დაწყებისთანავე გაივლის.

მეტი...

„ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, პარლამენტზე იერიშის მიტანით“ – ანალიტიკოსი 20-21 ივნისზე  

„წინასწარი გამოძიებით, ცალსახად ჩანს რომ მიმდინარეობდა ძალადობრივი გზით  ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა, პარლამენტზე იერიშის მიტანით“ – ასე აფასებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. როგორც ანალიტიკოსმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პოლიციამ აუცილებლობიდან გამომდინარე, მოგერიება განახორციელა. „როდესაც ხდება პარლამენტზე, კონსტიტუციურ ორგანოზე ძალადობის მიტანა, პოლიციელი ახორციელებს თავის ფუნქციას და იგერიებს ამ ძალადობას, რომ დაიცვას როგორც საკუთარი, ისე კოლეგის სიცოცხლე და ასევე, სხვა სიკეთე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონსტიტუციური ორგანო – პარლამენტი. ვხედავთ მცდელობას ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან, რომ საზოგადოება ხანფანგში ჩაითრიონ, რომ თითქოს, მშვიდობიან მომიტინგეთა დაშლის პროცესი მოხდა. არადა, სახეზეა…

მეტი...

20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უმრავლესობამ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა

“20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უმრავლესობამ შეიმუშავა და დაარეგისტრირა დადგენილების პროექტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის განცხადებით, ეს ნაბიჯი არსებული ვითარების პოლიტიკური შეფასების აუცილებლობიდან გამომდინარე გადაიდგა, ვინაიდან, მისი თქმით, სახეზეა პროცესების რადიკალიზაციის და დაპირისპირების მუხტის პოლიტიკური პლატფორმიდან საზოგადოებაში გავრცელების ნიშნები, რაც ქვეყნის სტაბილურობას და ეკონომიკური ზრდის ინტერესს უპირისპირდება. „მოცემული დადგენილებით გვინდა ხაზი გავუსვათ პრინციპულ მიდგომებს, რომელიც გააჩნია საპარლამენტო უმრავლესობას და ვიმედოვნებთ რომ ისინი სწორად იქნება შეფასებული საზოგადოებაში”, – აღნიშნა ვოლსკიმ. უმრავლესობის მიერ შემუშავებული დადგენილება შემდეგია: საქართველო პარლამენტი, ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას და მის…

მეტი...

თბილისში ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა გაიზარდა

მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმა 5-ის ნაცვლად, 20 ლარი იქნება. ცვლილება 4 ივლისიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად, მგზავრი ვალდებულია, ბილეთი მგზავრობის დაწყებისთანავე აიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორმა მგზავრი ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დააჯარიმოს. ამასთან, ჯარიმის 30 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში, პირს ეკისრება საურავი, რომლის რაოდენობა 50-დან 40 ლარამდე შემცირდა. აღნიშნული სიახლის შესახებ ავტობუსებში უკვე გაკრულია საინფორმაციო სტიკერები. ამასთან, ცვლილების დეტალებს მგზავრებს კონდუქტორებიც უხსნიან.

მეტი...

ადვოკატი კონსტიტუციის დარღვევაზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, 20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებები შეწყვიტოს

20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ, პოლიციაზე განხორციელებული ძალადობისთვის დაკავებული ბესიკ თამლიანის ყოფილი ადვოკატი ხელისუფლებას კონსტიტუციის უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ხელისუფლებამ დაკავებები უნდა შეწყვიტოს. „მთავრობამ დაარღვია კონსტიტუციის ის განაწესი, რომლის მიხედვითაც ერთი და იმავე ქმედების გამო, ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იქნას განმეორებით პასუხისგებაში მიცემული. მე ვიცავდი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის ინტერესებს და ყველა მათგანს შეეფარდა 12-13 დღიანი პატიმრობები, რომელიც შემდეგ სააპელაციო სასამართლომ 3-4 დღემდე შეამცირა და ყველა აღნიშნული პირის დანაშაული ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, მათ შორის, ბესო თამლიანისაც და გამოუშვა დარბაზიდან.…

მეტი...

„მშიერი და დაშინებული მოსახლეობა – ეს იყო სააკაშვილის რეჟიმი“ – გიორგი ლომია

ყველაზე დიდი ზეწოლა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, როცა შსს მინისტრი იყო ბარამიძე“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც ლომიამ აღნიშნა, დაშინება და შიმშილი სწორედ, რომ სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ხელწერაა. „ყველაზე დიდი ზეწოლა, რაც ხორციელდებოდა მომიტინგეებზე, ეს იყო სააკაშვილის დროს. გავიხსენოთ თუნდაც სვანეთში მომხდარი ამბავი. დღემდე აფრასიძეებზე თავდასხმას იხსენებენ და გვეუბნებიან, რომ რაღაცა გადავაჭარბეთ. ერთია, როცა შენ ატარებ სპეცოპერაციას და მეორეა, როცა რაკეტებს უშენ სახლს და ამოწყვეტ მთლიანად ოჯახს. როცა ის ამბობს, რომ მხოლოდ 3 ადამიანია დაშავებული, ტყუილია. მანდ ბევრი დაიღუპა. არავინ არ ამბობს, რომ წესრიგი არ უნდა…

მეტი...

„თუ პროკურატურა ვერ შეძლებს და პოლიტიკურ გველეშაპებს თავებს არ მოაჭრის, „ასეთი“ ღამეები კიდევ განმეორდება“ – გიორგი ლომია

დეპუტატი გიორგი ლომია 20-21 ივნისის მოვლენების ყველა დამნაშავე პირის პასუხისმგებლობასა და დასჯას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეფასებით, მსგავსი ღამეები უკუქცევად ხასიათს მიიღებს.  ამის შესახებ, დეპუტატმა  „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „თუ პროკურატურა და ეს ხელისუფლება ვერ შეძლებს და იმ თავებს არ მოაჭრის ამ პოლიტიკურ გველეშაპს, ბუნებრივია ასეთი ღამეები განმეორდება საქართველოში. ჩვენ პირველები ვითხოვდით ყველა იმ პირის დაკავებას, რომელიც მონაწილეობდნენ 20 ივნისის ძალადობასა და  განვითარებულ მოვლენებში. არა მხოლოდ ისინი, ვინც ღიად მოუწოდებდა ხალხს შენობაში შესვლისკენ, არამედ ისინიც უნდა დაისაჯონ, ვინც ღიად მსჯელობდა და გეგმავდა თუ როგორ უნდა შევარდნილიყვნენ პარლამენტში,“ – აღნიშნა გიორგი ლომიამ…

მეტი...

„არსებობს რეალური საფრთხე, რუსეთმა საქართველოში ჯარი შემოიყვანოს“ – გიორგი ლომია    

პარლამენტის წევრის, გიორგი ლომიას განცხადებით, რუსეთთან მდგომარეობა ძალიან დაძაბულია, რაც ომის წინაპირობის საფრთხეს ქმნის. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა,  რუსეთმა, შეიძლება, გავრილოვის ინციდენტი სათავისოდ გამოიყენოს. „რუსეთმა, შეიძლება, გამოიყენოს გავრილოვის ინციდენტი იმისთვის, რომ შემოიყვანოს ჯარი და აქედან დაეხმაროს თუნდაც ირანს. ეს არის ვარაუდი, რადგან გავრილოვის ინციდენტი საქართველოსთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ამ ყველაფერს მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდა ხელისუფლებისგან. თუ ისინი ამ ყველაფერს გაუაზრებლად აკეთებდნენ, უნდა წავიდნენ სახლში, ვინაიდან არ გაეგებათ არაფერი ხელისუფლების და თუ გააზრებულად აკეთებდნენ, უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც მის დაგეგმაში და მის ჩამოყვანაში მონაწილეობდა“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი…

მეტი...

პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული, ისევ პოლიციაზე ძალადობისთვის დააკავეს

20 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ გამართული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე ბესიკ თამლიანი წარსულში ნასამართლევია. მას ადრე წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა ბრალი. გუშინ კი, მას ბრალი ხულიგნობასთან ერთად, მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის წაუყენეს. როგორც ბესიკ თამლიანის ყოფილმა ადვოკატმა, ლევან ჩხეიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მაშინ 13 დღიანი პატიმრობა შეეფარდა, რაც გასაჩივრების შემდეგ კი 3 დღეზე დაიყვანეს. ადვოკატის განცხადებით, რადგანაც ბესიკ თამლიანი ერთხელ უკვე გასამართლებულია, ანალოგიური ბრალდებით, ხელმეორედ ვერ გასამართლდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადვოკატი ლევან ჩხეიძე 12:00 სთ-ზე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მეტი...

„უპასუხისმგებლო და უტვინო პოლიტიკოსების მხრიდან ადამიანებით მანიპულირებისთვის,  მსგავსი ვითარება კომფორტულია“ – დეპუტატი  

„ჩვენ გადავიტანეთ  ერთი  სამოქალაქო ომი,  ორი  ტერიტორიული კონფლიქტი და გადავიტანეთ ომი რუსეთთან. უპასუხისმგებლო და უტვინო პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ყოველთვის ჭარბობდნენ პოლიტიკაში, მსგავსი ვითარება  არაჩვეულებრივი ნიადაგი იყო, რომ ადამიანების მანიპულირება მოეხდინათ“ – აღნიშნა პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის წინ მიმდინარე პროცესების შეფასებისას. კითხვაზე,  აღნიშნული პროცესები ტოვებს თუ არა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან მართულობის შთაბეჭდილებას, დეპუტატმა უპასუხა, რომ ზოგი ამას გათვითცნობიერებულად აკეთებს, ზოგიც გაუთვითცნობიერებლად. „ვინ  გაცნობიერებულად მოქმედებს და ვინ გაუცნობიერებლად, ნამდვილად რთულია ამაზე ლაპარაკი. თუ, ჩვენ, მართლა განვითარება, დეოკუპაცია, ამ ქვეყნის გადარჩება გვიდა, ადამიანების სასოწარკვეთილებიდან გამოყვანა გვინდა, 2 ერთმანეთის მკვებავი პოლიტიკური…

მეტი...