„აცრილები ნაკლებად ხვდებიან რეანიმაციაში და სიკვდილიანობაც მცირეა“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს მთავარი სლოგანი უნდა იყოს – „აიცერი იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია.“ როგორც გამყრელიძე განმარტავს, აცრილებში სიკვდილიანობა მცირეა.

„რაც შეეხება ვაქცინების ეფექტურობას, პირველ ადგილზეა „ფაიზერი“ და მისი დამცველობა არის 95%; შემდეგ მოდის „მოდერნა“ და შემდეგ, თითქმის ერთნაირ დონეზეა – „სინოფარმი“, „სინოვაკი“ „ჯონსონი და ჯონსონი“ და „ასტრაზენეკა“. ყველა ვაქცინა იცავს ყველაზე მთავარისგან –  აცრილებს ნაკლებსდ სჭირდებათ ჰოსპიტალიზაცია, ნაკლებად ხვდებიან რეანიმაციაში და მცირეა სიკვდილიანობაც. ჩვენი მთავარი სლოგანია: აიცერი იმ ვაქცინით, რომელიც ხელმისაწვდომია“ – განუცხადა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.   

მსგავსი თემები