ვაკის პარკში სასტუმრო არ უნდა აშენდეს – თბილისის მერი საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა ვაკის პარკში სასტუმრო არ აშენდეს. ამგვარად მან ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებებს უპასუხა და საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა. როგორც კახა კალაძე აცხადებს, ამ მოცულობისა და მასშტაბის შენობა-ნაგებობის განთავსება ცენტრალურ პარკში მისთვის კატეგორიულად მიუღებულია. სარჩელი სასამართლოში იყო შეტანილი სამწუხაროდ, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა, ანუ გაცემული ნებართვა ძალაში დატოვა. „ძალიან მძიმე ვითარებაში ვიმყოფებით. ვინც დღეს გარკვეულ გულისტკივილს გამოთქვამდა და ბრიფინგი მიუძღვნა ჩემს განცხადებებს, ზუსტად ამ ადამიანმა გასცა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც რესტორანი „ბუდაპეშტი“ იყო განთავსებული. აქ საზოგადოების…

მეტი...

მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება

განათლების რეფორმის ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება, რაც მიზნად ისახავს, განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდას და მასწავლებლების ბიუროკრატიისგან გათავისუფლებას. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სქემაში ცვლილება განპირობებულია ბიუროკრატიული ფორმების აღმოსაფხვრელად, რადგან პედაგოგისთვის მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესი, მოსწავლეებზე ორიენტირება, ახალი მიდგომების დანერგვა, მოსწავლეებში შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება. „ჩვენი პრიორიტეტი და ორიენტირი მოსწავლე, მისი განვითარება და პედაგოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს. არსებული სქემა კი, ამის საშუალებას და შედეგს არ იძლევა, ის დღეს მხოლოდ ხელისშემშლელი ფაქტორია. რამდენად კარგია მასწავლებელი, უნდა ჩანდეს გაკვეთილზე და არა ქაღალდებში“, –…

მეტი...

დიდ დიღომში მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება

თბილისში, კერძოდ, დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე, 129 778 კვ.მ ფართობზე, „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ – მულტიფუნქციური საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდება. იგი მოიცავს საბავშვო ბაღს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლას, კომაროვის ახალ სკოლას, საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებსა და ტექნოპარკს, რომელშიც „სტარტაპ“ უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ. „ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქში“ ასევე, იქნება ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, ხელოვნების სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები და საცხოვრებელი კამპუსი განთავსდება. სიმბოლური კაფსულა შენობის საძირკველში თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან ერთად ჩადო. დედაქალაქის…

მეტი...

“მშვენიერაძე, გიგაური, “საია” პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან” – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ქვეყანაში მოქმედ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ მთელი რიგი არასამთავრობოები პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ და არა ადამიანის უფლებების დასაცავად მებრძოლ ორგანიზაციებს. “ისინი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, უბრალოდ ადამიანის უფლებების დამცველთა ნიღაბი აქვთ აფარებული. მაგრამ ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მშვენიერაძე, გიგაური, “საია” პოლიტიკური ორგანიზაციები არიან. ვის გვერდით იყვნენ ყველამ ვნახეთ, რას ცდილობდნენ, ყველამ ვნახეთ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში”.  მისივე შეფასებით, არასამთავრობოების არსი დამახინჯებულია. მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ორგანიზაციებმა სრული დისკრედიტაცია განიცადეს, მათ შორის…

მეტი...

პრაქტიკულად ყველა მოსამართლე “ნაციონალური მოძრაობის” მსახური იყო – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნისას, პრაქტიკულად ყველა მოსამართლე ხელისუფლების მსახურები იყვნენ. თუმცა, მისი თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა იმავე ცხოვრების წესით უნდა იცხოვრონ. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე გოგა ხაინდრავამ განაცხადა, ყველას ესმის დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობა, თუმცა ცალკე აღებული, რომელიმე ინსტიტუტი იდეალური ვერ იქნება. “ამ თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯები, როგორც პროკურატურაში, ისე სასამართლოში, გადადგმულია. ჩვენ ვხედავთ, რომ ის კატასტროფა, რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, რომ მოსამართლეებს 0,01 % გამამართლებელი განაჩენი გამოჰქონდათ და ადამიანი…

მეტი...

“გენაცვალეთ ბატონო ექიმო, გულში და ხელებში” – ოლეგ კვიციანმა ბავშვს გაჩერებული გული აუმუშავა

“ფოტოზე ექიმი ოლეგ კვიციანია. ეს ის ადამიანია, რომელსაც გიორგი ჟამერაშვილის მიერ გადაღებულ ფოტოზე პატარა ბავშვი უჭირავს ხელში”, – ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც 16 იანვარს, თბილისში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. ამ ფოტომ ფოტომ სოციალური ქსელი ელვის სისწრაფით დაიპყრო. ინტერნეტმომრმარებლების ნაწილი იმაზე დაობდა, ფოტოზე გადაღებული ბავშვი გოგონა იყო თუ დაღუპული 4 წლის ბიჭი. მაგრამ არიან ისეთებიც, როლებიც ფოტოზე გამოსახული ადამიანების პერსონიფიცირებაზე მეტად, იმით დაინტერესდნენ, თუ ვინ რა წვლილი გაიღო თანამოქალაქეების დასახმარებლად. როგორც ფეისბუქში გავრცელებული ინფორმაციიდან შევიტყეთ, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს ექიმი, ოლეგ კვიციანი, შემთხვევის ადგილთან ახლოს იმყოფებოდა. დაზარალებულების…

მეტი...

„ეს ან დილეტანტიზმია, ან სუბიექტური დასკვნა“ – დიმიტრი ხუნდაზე

Freedom House-ის კვლევებზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე Freedom House – ის კვლევების დასკვნაზე საკუთარ შეფასებას აკეთებს: „მინდა შევახსენო ფრიდომ ჰაუსის ხელმძღვანელობას, რომ სიტყვა „დემოკრატია“ ხალხის ნების გამოხატულებას, ხალხის მმართველობას ნიშნავს. არა რომელიმე ორგანიზაციის ან პოლიტიკური პარტიის მმართველობის, არამედ, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის. არჩევნების მეორე ტურის შედეგები იყო სწორედ ქართველი ხალხის ნების გამოხატულება. როგორც ჩანს, Freedom House არ მოეწონა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და გააკეთა სუბიექტური დასკვნა. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, აქაც მინდა შევახსენო Freedom House, რომ სწორედ დემოკრატიულ ქვეყნებში მმართველი გუნდის პარტიის თავმჯდომარე უშუალოდ ერევა პოლიტიკურ პროცესებში და განკარგავს…

მეტი...

“ქართულ ეკლესიას ავტოკეფალია კი არ მიენიჭა, არამედ ძალადობრივად წაართვეს” – გოგა ხაინდრავა

 ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ავტოკეფალიის გამოცხადება არ არის მხოლოდ რელიგიური საკითხი, მას პოლიტიკური ელფერი გაჰკრავს. ამიტომ, როგორი მჭიდრო მეგობრული ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს საქართველოს უკრაინასთან, ქართული პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობო სექტორი და თითოეული მოქალაქე პირველ რიგში, სახელმწიფოზე, მათი შვილების მომავალზე უნდა ფიქრობდეს.  როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ ავტოკეფალია სახელწიფოს დამოუკიდებლობას უკავშირდება, სასაცილო არგუმენტია. არც ერთ ევროპულ ქვეყანას, რომლებიც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნების სახეს წარმოადგენენ, ავტოკეფალია არ გააჩნიათ. ამას ხელი არ შეუშლია ევროკავშირის ქვეყნებისთვის იყვნენ დამოუკიდებლები და დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკა აწარმოონ. მისივე…

მეტი...

“როცა ეკლესია დუმს, პოლიტიკოსებმა ლაი-ლაის თავი უნდა დაანებონ” – გოგა ხაინდრავა ავტოკეფალიაზე

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიუღებლად მიიჩნევს პოლიტიკოსებმა მიუთითონ საქართველოს საპატრიარქოს აღიაროს თუ არა მან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მეორე მხრივ არც სასულიერი პირების მხრიდან არის მისაღები პოლიტიკაზე საუბარი.  როგორც გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და კონკრეტული განცხადება გააკეთა, რომ ამაზე წმინდა სინოდი იმსჯელებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება დაფიქსირებული საქართველოს ეკლესიის პოზიცია. ​მისივე თქმით, როცა ქართული ეკლესია დუმს, პოლიტიკოსებმა ეკლესიის საკითხებზე ლაი-ლაის თავი უნდა დაანებონ.  ​”აღრევის ხანაა მთელს მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. პოლიტიკოსები სასულიერო საკითხებზე მსჯელობენ, ხოლო სულიერი მოძღვრები პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ.…

მეტი...

სამართალდამცავებმა კომპანია “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიის ორი თანამშრომელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. უწყების ცნობით, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს და ტერიტორია დატოვეს. „ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა – ვ.მ.-მ და თ.ტ.-მ კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. „შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 220-ე მუხლებით განაგრძობს. დანიშნულია: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და…

მეტი...

„ყაზტრანსგაზ-თბილისის” განცხადებით დიდ დიღომში გაზის გაჟონვა არ დაფიქსირებულა

„ყაზტრანსგაზ-თბილისის” დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ, შემოწმებისას, გამოძახების ადგილზე გაზის გაჟინვა არ დაფიქსირდა. „საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცეტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა“ – ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, შპს „სამშენებლო კომპანია ელ ჯგუფმა“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა, რის საფუძველზეც გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა გასცეს. „2019 წლის…

მეტი...

„გაზის მილების შიდა დაქსელვა უკონტროლოდ ხდება, პრობლემა სწორედ აქ არის“ – ენერგო ომბუდსმენი

“დედაქალაქში გახშირებული გაზის აფეთქების ფაქტები და მისი ტრაგიკული შედეგები პირდაპირ კავშირშია მომხმარებელთა მხრიდან განხორციელებულ უკონტროლო ქმედებებთან, რაც გულისხმობს გამათბობლის თვითნებურ მონტაჟს, ან დემონტაჟს, შიდა გაყვანილობის შეცვალასა და მილების არაპროფესინალი სპეციალისტების დახმარებით გადანაცვლების ტენდენციას” – აღნიშნა ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“. როგორც სალომე ვარდიაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში მომხდარი ყველა ფაქტი მიანიშნებდა, რომ აფეთქება ხდება საცხოვრებელი ბინის შიგნით, რისი მიზეზიც ხშირად მომხმარებლის მიერ დამონტაჟებული გამათბობელია. “ეს იმიტომ ხდება რომ ზოგიერთი მომხმარებელი მიმართავს თვითშემოქმედებას, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითონ დაამონტაჟოს გამათბობელი, დემონტაჟი გაუკეთოს, შეცვალოს და გადაანაცვლოს მილები ისე, რომ ამაში სპეციალისტები…

მეტი...

16 იანვრის ტრაგედიით პოლიტიკური სპეკულაციის მცდელობები გამოიკვეთა – კახა კალაძე

“მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს” – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით გარკვეული პირები და ჯგუფები ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს მომხდარი ტრაგედიის შეფასებისას, რაც მიუღებელი ფაქტია. “სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზეც გამოჩნდნენ გარკვეული პირები და ჯგუფები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, ცრუ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას – აქვთ მცდელობა, დისკრედიტაცია მიაყენონ მერიას და პირადად მე. მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს, თუმცა ჩვენ ამ ადამიანებს…

მეტი...

“ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებს, შესამოწმებლად, ფეხით მე-9 სართულზე ასვლა დაეზარათ“ – ადვოკატი

„დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ საქმის სწრაფად გამოძიებას, თუმცა, შეიმჩნევა ტენდენციები, რომ სამშენებლო კომპანიაზე მოხდეს პრობლემის გადატეხვა, რაც ნიშნავს, რომ გამოძიება უპასუხისმგებლო და არაობიექტური იქნება“ – ამის შესახებ მშენებელი კომპანიისა და დაზარალებულების უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდება, რომ თითქოს უსაფრთხოების ნორმების დაცვა ევალებოდა სამშენებლო კომპანიას და არა “ყაზტრანსგაზს.” ეს იქნება უპასუხისმგებლო და არაობიექტური გამოძიება. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება. დავადასტურებ, რომ გრიგოლ ჭანტურია (მშენებელი) ორჯერ იქნა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში და გამომძიებლებს ყველანაირი ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც უკავშირდება საინჟინრო თუ სამშენებლო საკითხებს.…

მეტი...

„არაპროფესიონალიზნმი ან ზერელე დამოკიდებულება“ – ენერგო ომბუდსმენი „ყაზტრანგაზზე“

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით პირველად დასკვნას აკეთებს და ამბობს, რომ ეს იყო არაპროფესიონალიზმი ან საქმის მიმართ გულგრილი და ზერელე დამოკიდებულება. აღნიშნული განცხადება ენერგოომბუდსმენმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. „აფეთქება მოხდა დახურულ სივრცეში რაც საგულისხმო იყი, რადგან ბოლო პერიოდში, რაც გაზს უკავშირდება, ყველა აფეთქება დახურულ სივრცეში ხდება. ამ შემთხვევაშიც ,მარტო სადარბაზოში დაგროვილი გაზი ვერ იქნებოდა ამხელა აფეთქების გამომწვევი მიზეზი. თუ გაზი დაგროვდა ადამიანებით სავსე სახლში, ჯერ ადამიანები იგუდებიან და შემდეგ ხდება აფეთქება. ლოგიკური იყო, რომ გაზის დაგროვება ხდებოდა იმ სახლში, სადაც ერთი-ორი დღის განმავლობაში არავინ იყო“- აღნიშნა ვარდიაშვილმა. მისივე…

მეტი...

აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლები „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ

დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისის“ წინააღმდეგ სარჩელი მზადდება, სადაც მატერიალური და მორალური კუთხით ორი მოთხოვნა იქნება დასაკმაყოფილებელი. ამის შესახებ, სამშენებლო კომპანიისა და იქ მაცხოვრებელი დაზარალებული მოსახლეობის უფლებადამცველმა ლექსო კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. „გადავწყვიტეთ, „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ შევიტანოთ სარჩელი. სათითაოდ დავითვლით რა ზიანი მიადგათ ადამიანებს და დავაკისრებთ პასუხისმგებლობას, მორალურ ზიანთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ დაახლოებით, 70 ოჯახს უშუალოდ შეეხო ტრაგედია და ამიტომ მოვითხოვთ მის ანაზღაურებას. აუცილებლად დავიცავთ მათ უფლებებს“, – განაცხადა უფლებადამცველმა. ლექსო კობაიძის განცხადებით, მერიის და გამგეობის თანამშრომლები ცდილობენ პრობლემები სწრაფად გადაწყდეს და სახლის რეაბილიტირება მოხდეს, თუმცა გასათვალისწინებელია…

მეტი...

“დაუსრულებელ კორპუსში შესახლება, ნაღმზე ცხოვრებას ნიშნავს” – მშენებელ-ინჟინერი

მშენებარე კორპუსები – მასიური, პოტენციური ნაღმი, სადაც ასობით ადამიანი ცხოვრობს. საუბარია თბილისში, ათეულობით დაუსრულებელი კორპუსზე, სადაც მშენებლობის მიმდინარეობის პარალელურად მობინადრეებიც ცხოვრობენ. ინდივიდუალურად გაყვანილი კომუნიკაციების მიუხედავად, სამშენებლო კომპანიები პრობლემას ვერ ხედავენ და მეპატრონეებს შენობაში ასახლებენ. დარგის ექსპერტები კი აცხადებენ, რომ ეს მექანიზმი მასიური, პოტენციური ნაღმია. როგორც მშენებელ-ინჟინერი, ამერიკის მშენებლ-ინჟინერთა საბჭოს წევრი იურა სვანიძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, ამ პრობლემას ზედამხედველობის სამსახურმა უნდა მიხედოს. „დაუსრულებელ კორპუსში მოსახლეობის შესახლება, ნიშნავს ნაღმზე ცხოვრებას. აუცილებლად უნდა შეიქმნას სახელმწიფო ექსპლუატაციის მიმღები კომისია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ ქალაქში იმას მივიღებთ, რაც დიდ დიღომში მოხდა. კანონში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს,…

მეტი...