შალვა კერესელიძემ შშმ პირებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას ესტუმრა და ადგილობრივებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. შალვა კერესელიძემ სოფლებში – სიმონიანთ ხევი, ტუშურები და დაბა სიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ა(ა)იპ ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების და შპს „ელიტმოტორსის“ მხარდაჭერით, ეტლები და ტკბილეული გადასცა. მხარის რწმუნებული სოფელ ჩაბანოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშიც მივიდა და აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა.  

მეტი...

საჩუქარი ძაღლებს – თბილისის პარკებში ცხოველების კვების აპარატები და ხის სახლები გამოჩნდა

​თბილისის ქუჩებსა და პარკებში, ქუჩის ცხოველებისთვის კვების აპარატებსა და ხის სახლებს დადგამენ. პირველ ეტაპზე აპარატები რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში განთავსდა. პროექტი “შენი იდეა ქალაქის მერს”, ერთ-ერთ გამარჯვებულს, გიორგი ხავთასს ეკუთვნის. იდეა თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ განახორციელა. კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ. კვების აპარატები რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისათვის მზის ენერგიას იყენებს. აპარატის მუშაობას თბილისის მერი კახა კალაძე რიყის პარკში გაეცნო და იდეის ავტორს მადლობა გადაუხადა. „საკმაოდ საინტერესო…

მეტი...