თბილისის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის სპეციალური ურნები განთავსდება

თბილისის ქუჩებში მალე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების განსაცალკევებელი, სპეციალური ურნები განთავსდება, რომელიც 5 განყოფილებისგან შედგება:  პლასტიკური ბოთლების, შერეული ნარჩენის, ქაღალდის, მინის სექციისგან და სიგარეტის ნარჩენის ჩასაგდებად. ახალ ურნებზე შესაბამისი სექცია გათვალისწინებულია  მწეველებისთვისაც. საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ტურისტულ ზონებში – რუსთაველის გამზირზე,  ორბელიანისა და გუდიაშვილის განახლებულ მოედნებზე, ასევე, აღმაშენებლის გამზირზე განხორციელდება. ახალი ურნები თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით წარუდგინა. მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ ქალაქში განსათავსებლად ნარჩენების სეპარაციის ისეთი ურნები შეისყიდა, რომელიც რამდენიმე განყოფილებისგან შედგება. „საპილოტე პროექტი პირველ ეტაპზე, ახალ აღმაშენებელზე განხორციელდება, სადაც უკვე რეაბილიტაციაა ჩატარებული. ასევე, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე, თუმცა…

მეტი...

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი დროებით გადაიკეტება

თბილისის ქუჩებში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან – თავისუფლების მოედნამდე გადაიკეტება. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“  ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შეფერხებისთვის.

მეტი...

“800-მდე ტრავმირებული ცხოველი შემოვიდა ერთ წელიწადში” – ვახტანგ ლომჯარია

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროს ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში სააგენტოში 800-მდე ტრავმირებული ცხოველი შევიდა. არის შემთხვევები, როდესაც ცხოველი ცხელი წყლით არის დამწვარი, ან კიდურის მოტეხილობა აქვს. ასეთ დროს, ძნელია იმის დადგენა არის თუ არა ის ადამიანის მიერ გამოვლენილი სისასტიკის მსხვერპლი. როგორც ვახტანგ ლომჯარიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოში ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა ცხოველების მიმართ ადამიანების სასტიკი მოპყრობა. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სკოლებში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის შეტანა და ამ თვალსაზრისით მოზარდების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა. „ 800 – მდე ტრავმირებული ცხოველი შემოვიდა სააგენტოში წლის განმავლობაში, თუმცა რთულია დავადგინოთ და…

მეტი...

ცხოველების მიმართ ა​რასათანადო მოპყრობაზე სასჯელი გამკაცრდება 

​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროს ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცხოველის მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის გამო სადამსჯელო ზომების გამკაცრებას. როგორც ვახტანგ ლომჯარიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი მალე განიხილავს, საუბარია არასრულწლოვანთა მიერ ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე. „ერთ შემთხვევაში ადგილი გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლთან, რომელიც გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას, ხოლო არასათანადო მოპყრობის მხრივ საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104 მუხლში ცვლილებებზე. იზრდება საჯარიმო სანქციები,“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ. მისივე თქმით, ადამიანის ღირსების პარალელურად, ცხოველის უფლებებისა და მისი სიცოცხლის დაცვაც…

მეტი...

პიროტექნიკის აფეთქების ხმა შესაძლოა ცხოველის აგრესიის მიზეზი გახდეს – ვახტანგ ლომჯარია  

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მოქალაქეებს ურჩევს, ახალ წელთან დაკავშირებულ სადღესასწაულო დღეებში მაქსიმალურად მოერიდონ პიროტექნიკის გამოყენებას, განსაკუთრებით იქ სადაც შინაური ცხოველები არიან. ხმაურით გამოწვეულმა შიშმა, შესაძლოა ცხოველში ფსიქიკური აშლილობა და  აგრესია გამოიწვიოს, შესაბამისად ის საშიში გახდეს ადამიანებისთვის. “პიროტექნიკის გამოყენებამ, აფეთქების ხმამ შესაძლოა გამოიწვიოს შიში, რაც შეიძლება გახდეს გარკვეული ფსიქიკური აშლილობის, მათ შორის აგრესიის მიზეზი. რა თქმა უნდა, ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანიც და ცხოველიც საჭიროებს განსაკუთრებულ მოპყრობას. ცხოველთან მიმართებაში ასეთი ფაქტები შეიძლება დაფიქსირდეს საახალწლოდ. ასეთ შემთხვევაში გთხოვთ, მოგვმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, რათა ჩვენ, შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ. ასეთი ცხოველი საშიშია საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ცხოველთა…

მეტი...

საბანკო დავალიანებების ჩამოსაწერად შექმნილი ვებსაიტი დღეიდან ამოქმედდება – პრემიერი “შავ სიებზე”

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, 2019 წელს, დაახლოებით 600 ათასი მოქალაქე შეხვდება  ვალების გარეშე და აღარ იქნებიან ე.წ. შავ სიაში. ვებსაიტი, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოსაწერად შეიქმნა, დღეს, 18:00 საათიდან ამოქმედდება და მოქალაქეები დარეგისტრირებას შეძლებენ. როგორც მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პირველი ორი დღის განმავლობაში საიტზე ჩაეშვება „საქართველოს ბანკის“, „თიბისი ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ ბაზები. “მე განვაცხადე, რომ 15 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით, პერიოდულად ამოვიღებდით ჩვენს მოქალაქეებს ე.წ. შავი სიიდან. დღეს, 18:00 საათზე ჩაეშვება ვებსაიტი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ნაწილი შეძლებს დარეგისტრირდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ რამდენიმე დიდ, კერძო ორგანიზაციაზე. მუშაობა მიმდინარეობს 24-საათიან რეჟიმში. ინფორმაცია…

მეტი...

სოციალურად დაუცველებისთვის ფონდი „ერთმანეთისთვის“ ბათუმში დაფუძნდა

„სარაგბო კლუბ ბათუმი-ს“ ინიციატივით, აჭარის სპორტულ საზოგადოებასთან, პარტნიორ კომპანიებთან და გულშემატკივრებთან ერთად, საქველმოქმედო-სპორტული ფონდი “ერთმანეთისთვის” დაფუძნდა. როგორც „სარაგბო კლუბ ბათუმი-ს“ ხელმძღვანელი ზვიად უნგიაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, ფონდის მიზანია რეგიონში იმ ოჯახების დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. „ფონდი მიზნად ისახავს ამ ეტაპზე, ჩვენს რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებისთვის მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას, კერძოდ მატერიალურ – მორალურ მხარდაჭერას. ჩვენი ფონდის სახელწოდება, სლოგანი “ერთმანეთისთვის” ნათლად გამოხატავს ჩვენს უანგარო დამოკიდებულებას ქველმოქმედებისადმი და სურვილს, რომ მაქსიმალურად ყველა იმ ოჯახს აღმოვუჩინოთ დახმარება, რომელიც ამ საჭიროებების წინაშე დგას“ – აღნიშნა უნგიაძემ „მედიაცენტრ მთავართან“…

მეტი...

“ქართულ მიწას ვერ გაყიდით!  მშვიდობიანი აჯანყება იწყება” – საპროტესტო აქცია იუსტიციის სახლთან  

სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე​ გაყიდვის დაკანონებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, რიგით მოქალაქეებთან ერთად დღეს, დილიდან მართავენ საპროტესტო აქცია  იუსტიციის სახლთან. როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მოძრაობა “ქართული მარშის” წარმომადგენელმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლის ორივე შესასვლელის პარალიზება მოახდინეს. აქციის წარმომადგენლები ამჟამად იმყოფებიან იუსტიციის სახლში მოლაპარაკებებზე. მისივე თქმით, სასოფლო – სამეურნეო მიწის ფართობების რეგისტრაციის მოთხოვნით იუსტიციის სახლში უკვე  2560 განაცხადია შესული. საუბარია ექვსდღიან ვადაზე, რადგან 16 დეკემბრიდან, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, სადაც წერია, რომ ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვა აკრძალულია. “ჩვენი ორი…

მეტი...

“ქართული მარში” პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია აცხადებს, რომ “მარში” შესაძლოა პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბდეს და საპარლამენტო არჩევნებში სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად, ბლოკის სახით მიიღოს მონაწილეობა. ​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტანტინე მორგოშიამ დღეს განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. “არჩევნების პირველმა და მეორე ტურმა გვანახა, რომ “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც” ​დაკარგული აქვთ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა. მათი რეიტინგი არის მთლიანი მოსახლეობის 36-37%. ასეთი უმრავლესობა მართავს ქვეყანას დღეს, საკონსტიტუციო უმრავლესობით, რაც თავისთავად დიდი პრობლემაა. არც ერთი ეს პოლიტიკური ძალა არ გამოხატავს ხალხის ნებას და იმ სულისკვეთებას, რაც მოსახლეობაში არსებობს. ზუსტად ის ცენტრი, რომელსაც საზოგადოება…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს ქვეყნების პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები დაესწრებიან

ახლად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასასწრებად საქართველოში, შესაძლოა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პირველი პირები და პარლამენტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ. როგორც ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჭვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სტუმრების სია შედგენილია, თუმცა ოფიციალურ დადასტურებას დღის ბოლომდე ელოდებიან. რაც შეეხება ინაუგურაციის დეტალებს, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, არჩეული პრეზიდენტის სურვილია, გმირთა მემორიალთან პატივი მიაგოს დაღუპულთა ხსოვნას. ხოლო მთაწმინდის პანთეონის მონახულება პროტოკოლით არის განსაზღვრული. ​პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების დასწრებასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისმა რამდენიმე კოლეგამ უკვე მიიღო მოწვევა და დაადასტურეს ჩამოსვლა. „უკვე დადასტურებული აქვს რამდენიმე პარლამენტის…

მეტი...

ახალი კარვების ქალაქი მთავრობის კანცელარიასთან გაიშლება

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარში”, მთავრობის კანცელარიასთან მჯდომარე საპროტესტო აქციის გამართავს და კარვების ქალაქის გაშლას გეგმავს. მათი მოთხოვნაა არჩევნების შესახებ კანონში ცვლილების შეტანა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ​როგორც “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, კარვების გაშლას დაახლოებით ორ კვირაში გეგმავენ და გაგრძელდება მანამდე, სანამ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” თავის დანაპირებს არ შეასრულებს და კანონმდებლობას არ შეცვლის. “მთავრობა ვერ ფლობს ვითარებას, ამისთვის მარტო პრეზიდენტის ინაუგურაციის თემა კმარა, ვერ ჩამოყალიბებულან სად გამართონ ღონისძიება. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში რა ხმებიც მიიღო “ოცნებამ”, ისიც კი არ იყო სრულად მათი მხარდამჭერების. საზოგადოების დიდი ნაწილი არ…

მეტი...

თბილისის მერიამ ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციის​ 7 ოპერაცია დააფინანსა

თბილისის მერ კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, დედაქალაქის მერია ძვლის ტვინის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის​ ოპერაციებს უკვე ერთი წელია აფინანსებს. ამ დროის განმავლობაში უკვე 7 ოპერაცია დაფინანსდა. ერთი პაციენტის დასაფინანსებლად მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 60 000 ლარს გამოყოფს. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, მერიის პროგრამით შეუძლიათ ისარგებლონ ​მუნიციპალიტეტში ბოლო ერთი წლის განმავლობაში უწყვეტად რეგისტრირებულმა, ძვლის ტვინის ან ღვიძლის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებმა, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად თბილისი უფიქსირდებათ. იმისათვის, რომ მოსარგებლე პირი ჩაერთოს ქვეპროგრამაში, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის…

მეტი...

“ასე კარგად თუ იცის ისტორია ახალმა პრეზიდენტმა, მივესალმები” – ისტორიკოსი ინაუგურაციაზე

​საქართველოს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი, ქართველი ემიგრანტების შთამომავალი, სალომე ზურაბიშვილი გახდა. საზოგადოების დიდი ნაწილი ამბობს, რომ არჩევნებში მისი კანდიდატურის მხარდაჭერა იძულებითი გადაწყვეტილება იყო, რადგან მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა. ნაწილი კი მიესალმება იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტის სავარძელს ქალი დაიკავებს, რომელიც ევროპაში და ევროპულ ღირებულებებზეა აღზრდილი. ახალი პრეზიდენტის სურვილია, მისი ინაუგურაციის საზეიმო ღონისძიება თელავში, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II -ის სასახლის ეზოში გაიმართოს, რასაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ზოგისთვის ეს ფაქტი მიუღებელია მხოლოდ იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ბაგრატიონთა შთამომავალი, ზოგი კი ამბობს, რომ გეოგრაფიული ადგილის შერჩევა პრეზიდენტის გვარიშვილობასთან კავშირში…

მეტი...