ცინცაძე-კარტოზიას ესტაკადის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა

თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. უახლოეს დღეებში გზის საფარის დაგება დაიწყება. პროექტის ფარგლებში, ასევე, მოეწყობა თანამედროვე ენერგოეფექტური განათების სისტემა, არსებული გამწვანების მიმდებარედ კი – სკვერი. პროექტის თანახმად, გზაგამტარმა ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობა უნდა უზრუნველყოს, საბურთალოს რაიონის ცენტრალურ ნაწილში საცობების განტვირთვას და ტრანსპორტის გადაადგილების დროის შემცირებას შეუწყოს ხელი. “ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძალიან მალე დასრულდება. ამ კონკრეტულ მონაკვეთს მიეცა შესაძლებლობა, ავტომობილებისგან განიტვირთოს და გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. აქ მოეწყობა სპეციალური კუნძულები, რომლებიც გამწვანებული იქნება. ასევე, დაირგვება ახალი ნარგავები, ხეები და მგონია, რომ მართლაც საკმაოდ ლამაზი პროექტი…

მეტი...

„გუდაური ახალ ტურისტულ სეზონს მზადყოფნაში უნდა დახვდეს”- შალვა კერესელიძე

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ გუდაურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. გუბერნატორმა მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე საკითხებზე იმსჯელა. შალვა კერესელიძემ  ახალი ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული საჭიროებები მოისმინა. გუბერნატორის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუდაური, როგორც უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტი ახალი ტურისტული სეზონის დაწყებას მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს. „აქ ჩამოსულ ადამიანებს დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა შესაბამისი პირობა უნდა შევუქმნათ. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ახალი გუდაურის გზის რეაბილიტაციისა და კობი-გუდაურის საბაგირო ტრასის სამშენებლო სამუშაოები, სწორედ ვიზიტორების საჭიროებებზეა მორგებული. მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რათა გუდაური ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველად  ვაქციოთ“…

მეტი...

ქართველი გოგონას საოცარი ისტორია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში საქართველოს აცოცხლებს

  ესაუბრა ეკა გულუა  აზია, სინგაპური, მალაიზია, ბრუნაი, ინდონეზია, ტაილანდი – ეს იმ ქვეყნების მცირე  ჩამონათვალია, სადაც საქართველოზე მღერიან, ქართველებს და საქართველოს მსოფლიოს ქვეყნებისგან გამოარჩევენ, საქართველოს კულტურასა და ტრადიციებზე ლეგენდებს ყვებიან და რაც მთავარია, ინვესტიციებს სწორედ ამ ქვეყანაში მოაქვთ.  ეს ყველაფერი კი ერთ პატარა სტუდენტ გოგონას უკავშირდება, რომელიც წლების წინ სასწავლებლად ჰოლანდიაში გაემგზავრა, თუმცა, თავის ქვეყანაზე არანორმალურად შეყვარებულმა ტურისტული კავშირები აზიასთან პირველად დამყარა, აზიელები საქართველოში პირველად შემოიყვანა და უფრო მეტიც, ამერიკელი მეუღლეც  ისე გააქართველა, საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია. პროფილი „მთავარზე“ იმ სასწაულ ამბებს გაგაცნობთ, რომელიც, ერთ დროს, პატარა სტუდენტ გოგონას…

მეტი...

თბილისის ქუჩებში სასმელი წყლის ნიჟარებს ჩამკეტები ექნებათ  

სასმელი წყლის რაციონალური ხარჯვის მიზნით, თბილისში არსებულ სასმელი წყლის ნიჟარებზე, თანამედროვე ტიპის, წყლის ჩამკეტი ონკანები დაამონტაჟებენ. თბილისის მერიის დაკვეთით, შპს “ეკოსერვის ჯგუფმა” 300 ერთეული ონკანი შეიძინა. ჩამკეტი ონკანები უკვე დამონტაჟდა რიყის პარკის, ვაკის პარკისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სასმელი წყლის ნიჟარებზე. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, სკვერებსა და პარკებში ონკანების მონტაჟი უკვე დაწყებულია და რამდენიმე დღეში დასრულდება. უახლოეს დღეებში იგეგმება რუსთაველის გამზირის, შარტავას ქუჩის, წურწუმიას ქუჩის, მზიურის პარკისა და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერში არსებული სასმელი წყლის შადრევნების შეკეთება და ახალი ონკანებით აღჭურვა. მათივე…

მეტი...

“მე დღეს ვიცი, რომ საქართველოში გაწირული არ ხარ” – 32 წლის მწერლის უკანასკნელი განცდები

​ქართველი მწერალი ანა ლაშხელ ონიანი 32 წლის ასაკში, მძიმე დაავადების შედეგად გარდაიცვალა. მწერალს კუჭის სიმსივნე დაუდგინეს. ის თურქეთში მკურნალობდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიოთერაპიის კურსიც ჩაუტარდა, მაგრამ უშედეგოდ. ანა სვანეთში დაიბადა, სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისში განაგრძო, შემდეგ კი თბილისში. ახალგაზრდა მწერალმა ხელოვანთა გაერთიანება „თბილი სამყარო“ დაარსა, რომლის საშუალებითაც ის და მისი მეგობრები მიუსაფარ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველებს ეხმარებოდნენ. ანა იყო სატელევიზიო პროექტის „იმედის გმირის“ მონაწილეც. “მედიაცენტრი მთავარი” გთავაზობთ ახალგაზდა მწერლის ერთ-ერთ ბოლო სტატუსს, სადაც ანა ლაშხელ ონიანი საზოგადოებას საკუთარ განცდებს უზიარებს, რომელიც დაავადება აღმოაჩინა და კმაყოფილია იმით, რომ ბევრი კარგი ადამიანი…

მეტი...

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუზე განმარტებებს აკეთებს 

პარლამენტის თავმჯდომარე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს და აცხადებს, რომ 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ისმებოდა  ლეგიტიმური კითხვები, არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, არამედ კონდოლიზა რაისისა და რიჩარდ მაილსის მხრიდან. ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს, აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის,  კონდოლიზა რაისისა და აშშ-ს ყოფილი ელჩის საქართველოში, რიჩარს მაილსის ცნობილი განცხადებები გაახსენა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომ მის ასეთ ქმედებას, აუცილებლად მოჰყვებოდა ძალიან ცუდი შედეგი. ამის მიუხედავად, სააკაშვილმა სხვანაირად იმოქმედა. “როდესაც შენ გაქვს…

მეტი...

ვინც ფაშიზმს აფარებს ხელს, თავადაც არის ფაშიზმის თანამონაწილე – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სექტორის როლი და სამოქალაქო საზოგადოების იდეა არის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის, ქართულ-ამერიკული, ქართულ-ევროპული და ზოგადად ქართულ დასავლური ურთიერთობების კონტექსტში, ხოლო მათი მხრიდან პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, ან პოლიტიკური მიკუთვნებულობა, ამ იდეას აზიანებენ. ​პარლამენტის თავმჯდომარე კომენტარს აკეთებს ტელეკომპანია “რუსთავის 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ სტატუსზე, სადაც მან განაცხადა, რომ ყველა ის ადამიანი, თუ კომპანია უნდა დაიმახსოვრონ და უკიდურესად შეავიწროვონ, ვინც პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას აფინანსებენ ან სხვაგვარად ეხმარებიან. ​ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნიკა გვარამიას განცხადებები არის ფაშისტური, რაც უკავშირდება საპრეზიდენტო კანდიდატებს…

მეტი...

არის თუ არა კობაური სქესობრივად უუნარო, ექსპერტიზა უახლოეს დღეებში დაადგენს  

​ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს, ექსპერტიზა უახლოეს დღეებში ჩაუტარდება იმის დასადგენად, აქვს თუ არა მას სქესობრივი აქტის ჩატარების უნარი. დაცვის მხარე ირწმუნება, რომ კობაურს სქესობრივი აქტის ჩატარება არ შეუძლია. როგორც კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, კობაურს, რომ შემხებლობა არ ჰქონია ლორა სმიტთან ეს დასტურდება ქალის სხეულზე ჩატარებული სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზით. გარდა ამისა, გარდაცვლილი ადამიანი დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ ისეთ პროცესებს გადის, რომ ტექნიკური თვალსაზრისით გამორიცხულია სპერმის ამდენი ხნით არსებობა, ასეთი რომც ყოფილიყო. “დაახლოებით 3-4 დღის შემდეგ გარდაცვლილი ადამიანი ისეთ პროცესებს გადის, რომ გამოირიცხება სპერმა ტექნიკურად ყოფილიყო, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც.…

მეტი...

მალხაზ კობაური განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საკანში გადაიყვანეს

ხადას ხეობაში, ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსი, მალხაზ კობაური მეათე დღეა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებთან საკანში გადაიყვანეს, რაც ადვოკატების განმარტებით, კანონის დარღვევაა და ეჭვობენ, რომ ეს მიზანმიმართულად კეთდება. ​როგორც კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, აქამდე კობაური ერთ პიროვნებასთან ერთად ჰყავდათ საკანში და ის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეა მდგომარეობა შეიცვალა და ის უვადო პატიმრობა მისჯილების საკანში  გადაიყვანეს. “გვაქვს გარკვეული ეჭვი, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად და ამას ჩვენი მხრიდან გარკვეული მოქმედება მოჰყვება. კობაურის ბრალდებულად ცნობა არაფერს ნიშნავს, სანამ მისი დანაშაული არ დადასტურდება მისი მსჯავრდებულების საკანში გადაყვანის უფლება…

მეტი...

ადვოკატები მკვლელობაში ბრალდებული კობაურის 2 დღით, ციხიდან გაყვანას ითხოვენ  

ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული, 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის  ადვოკატები საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებას და ამისთვის კობაურის ციხიდან 2 დღით, გაყვანას მოითხოვენ. ამასთან დაკავშირებით ისინი სასამართლოს შუამდგომლობით დღეს მიმართავენ, რათა ექსპერიმენტი მიმდინარე კვირაში ჩატარდეს. ​როგორც ადვოკატებმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს უშუალოდ ბრალდებულისა და სხვა პირების მონაწილეობით, რათა დადგინდეს, შეეძლო თუ არა კობაურს იმ წონის ადამიანების, როგორებიც არიან მიკლულები, დამოუკიდებლად გადაადგილება და მათ მიმართ ძალადობა. ადვოკატები უნდობლობას უცხადებენ გამოძიების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომლის დროსაც გაიზომა, თუ რა მანძილზე იყო შესაძლებელი თოფის გასროლის ხმის გაგონება. “​გამოძიებამ ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი, როცა…

მეტი...

მალხაზ კობაურის სასამართლო პროცესში შესაძლოა ნაფიცი მსაჯულები ჩაერთონ

​ამერიკელი სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის  ადვოკატები აპირებენ, სასამართლო პროცესში ნაფიცი მსაჯულების ჩართვა მოითხოვონ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ საქმეში ბევრი ისეთი დელატი გამოიკვეთა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა გახდეს. კობაურის ადვოკატები მოითხოვენ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდეს ბრალდებულის ადგილზე ჩაყვანით, რაზეც გამოძიება უარს აცხადებს. ამიტომ, ადვოკატები სასამართლოს მიმართავენ, რომ მათი მეშვეობით მოხდეს ბრალდებულის ადგილზე მიყვანა. როგორც კობაურის ადვოკატებმა “მედიაცენტ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, კობაური ამჟამად იმყოფება უვადო პატიმრებთან ერთ საკანში, რაც უკვე კანონის დარღვევაა, მის მიმართ ხდება ფსიქოლოგიური ზემოქმედება. “ის ჯერ არ არის გასამართლებული და დაუშვებელია მისი უვადო პატიმრებთან ერთ საკანში ყოფნა. თავად…

მეტი...

ინტერპოლის მეთაურს კორუფციაში ადანაშაულებენ – მენ ხუნვეი გადადგა  

ინტერპოლის მეთაური მენ ხუმვეი, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლება კანონის დარღვევასა და კორუფციაში ადანაშაულებს, თანამდებობიდან გადადგა. ინტერპოლის წესების თანახმად, ორგანიზაციის ახალი მეთაურის მოვალეობას უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჯიმ ჩონ იანი შეასრულებს.  არჩევნები ჩატარდება ინტერპოლის გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში 18-21 ნოემბერს. როგორც ინტერპოლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მენ ხუნვეის განცხადება საფრანგეთში, ლიონში ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა მიიღო. მანამდე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში ჩატარებული დისციპლინური შემოწმების შედეგად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ხელისუფლება ინტერპოლის მეთაურს ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებდა. ოფიციალური პეკინის ინფორმაციით, ხუნვეის წინააღმდეგ  მიმდინარეობს გამოძიება, ის ეჭვმიტანილია კორუფციაში, მაგრამ კონკრეტულად რაში ედება ბრალი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  ​ ​მენ…

მეტი...

გრიგორი კარასინი საქართველოს აფრთხილებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს და აცხადებს, რომ თბილისი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების წინააღმდეგია და საერთაშორისო  არენაზე მის საწინააღმდეგო საქმიანობას განაგრძობს. როგორც გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ, თბილისის არამეგობრული და არაპარტნიორული ქმედებები 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზებას საფრთხეს უქმნის. „თბილისი ამ დრომდე უარს აცხადებს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე და საერთაშორისო არენაზე ჩვენს საწინააღმდეგო საქმიანობას აგრძელებს. ის ასევე მონაწილეობს ნატო-ს სტრატეგიაში რუსეთის შეკავებაზე. ვაფრთხილებთ ქართველ პარტნიორებს, რომ მათი ამგვარი ქცევა საფრთხის ქვეშ აყენებს 2012 წელს დაწყებულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს და ამით ორივე ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ“, – აცხადებს გრიგორი კარასინმა.…

მეტი...

ამ დაპირების შესრულება “ქართული ოცნების” თითოეული წევრის ოცნებაა – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა განაცხადა, რომ კახი კალაძე მერი გახდა დაპირებით -„სიცოცხლით სავსე ქალაქი”, ამ დაპირების შესრულება კი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თითოეული წევრის ოცნებაა და ეს დაპირება დღიდან დღემდე, დღითი დღე სრულდება. ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს თბილისობა მიულოცა და განაცხადა, რომ ასეთი დახვეწილი და ლამაზი თბილისობა, რომელიც წელს გაიმართა, ჩვენს ქალაქს დიდი ხანია არ ჰქონია. “ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თბილისი ნამდვილად გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი. მინდა ჩემს ქალაქს, ჩვენს ლამაზ ქალაქს, დედაქალაქს ვუსურვო განვითარება და ძალიან ბევრი ლამაზი და ბედნიერებით…

მეტი...

თბილისში ჯოვანი სკუდიერის  სახელობის ქუჩა გაიხსნა

მეცხრამეტე საუკუნეში, საქართველოში მოღვაწე იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა თბილისში, დედაენის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა. მისი პროექტით საქართველოში აშენდა მრავალი შენობა-ნაგებობა, მათ შორის, თეატრი, პირველი ქვის ხიდი თბილისში, ე.წ. მშრალი ხიდი). ასევე სკუდიერის ეკუთვნის თავისუფლების მოედნის პროექტი, აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმვა და სხვა. ჯოვანი სკუდიერის საქართველოში მოღვაწე  არქიტექტორთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი იყო პირველი არქიტექტორი, რომელმაც თბილისის განაშენიანებას ახლებური, ევროპული ხასიათი შესძინა. იტალიელი არქიტექტორის სახელობის ქუჩა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ, საქართველოში იტალიის ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან ერთად გახსნა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, თბილისის წინაშე  ჯოვანი სკუდიერის…

მეტი...