,,მატების მოლოდინი გვაქვს, კორონავირუსის მიმართაც”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპისი მსგავსად, მატების მოლოდინი არსებობს კორონავირუსის და სხვა ტიპის ვირუსის მიმართაც.

მისი თქმით, მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან რთული იქნება განსხვავება თუ რა ტიპის ვირუსია  – გრიპი თუ კორონავირუსი.

„ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია – ტემპერატურის მკვეთრი მატება 38 და უფრო მეტი გრადუსი, ძლიერი სისუსტე კუნთების, სახსრების, ძვლების, ყელის, თავის ტკივილი ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით შედარებით განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისგან, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს – ომიკრონისგან. მას არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებშიც შესაძლებელია ომიკრონის დროსაც მაღალი ცხელება დაფიქსირდეს. ასე რომ მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან რთული იქნება განსხვავება ეს არის გრიპი თუ კორონავირუსი, ამიტომ იმ პაციენტებთან, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მოთავსება მოუწევთ, აუცილებელი იქნება ამ დიფერენცირების ჩატარება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მკურნალობა რადიკალურად განსხვავებულია. გრიპის და კორონავირუსის მკურნალობა სრულიად სხვადასხვაა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

“პიკი ნოემბერ-დეკემბერში იქნება” – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები