,,თურქეთის საჰაერო ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საჰაერო ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში რეგიონების ტერორისტებისგან გაწმენდის მიზნით, მხოლოდ დასაწყისია.

„ჩვენი ოპერაციები თვითმფრინავებით, არტილერიით და უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდებით, მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ტერორისტებს სახმელეთო ოპერაციით ყველაზე ხელსაყრელ დროს დავამარცხებთ. თურქეთი სირიის საზღვრებთან დაკავშირებით დაპირებების ერთგული დარჩა. ჩვენი თანამოსაუბრეები თუ ვერ შეასრულებენ ხელშეკრულების მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს უფლება, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ძალებმა, რომლებიც იძლეოდნენ გარანტიას, რომ სირიაში მათი კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ ემუქრებოდა, ვერ შეასრულეს დანაპირები. ჩვენი გზავნილი მათთვის, ვინც კვლავ ცდილობს თურქეთის დაჩოქებას მზაკვრული მეთოდებით, ნათელია: ეს არ გამოგივათ“, – განაცხადა ერდოღანმა.

მსგავსი თემები