,,არ მჯერა, რომ პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილია”- ადვოკატი

​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძეს ეჭვი აქვს, რომ რომ პოსტი, რომელიც დღეს სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის.

მისი თქმით, ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ, გაკეთდა კვლევა და ჩამოვიდა პასუხი, რომ სააკაშვილს აღენიშნება გარკვეული მინერალები ორგანიზმში.

,,მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს. თუ დაწერა, საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი, თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. თვეებია, განცხადებას ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ მას ორგანიზმში შესაძლოა, გარკვეული მეტალები ჰქონოდა და ამის გამო ყოფილიყო მოწამლული. უშუალოდ “ვივამედის”ერთ-ერთმა ექიმმა 15 მაისს განაცხადა, რომ სააკაშვილის ანალიზები უნდა გადამოწმებულიყო და ანალიზები ჩატარებოდა, რათა დადგენილიყო ხომ არ იყო მის ორგანიზმში სხვადასხვა მეტალები. მისი სისხლის ანალიზი ლაბორატორიაში გადაგზავნეს, პასუხში აღნიშნული იყო, რომ მას არ აღენიშნებოდა ტოქსიკოლოგიის ნიშნები. თუმცა, შემდეგ გაირკვა, რომ მინერალები სისხლის ანალიზში ვერ აღმოჩნდებოდა, საჭირო იყო დამატებითი კვლევა. ამერიკელი ექსპერტების მიერ გაკეთებული კვლევის მიხედვით, სააკაშვილს გარკვეული მინერალები აღენიშნებოდა, ამჟამად ტოქსიკოლოზი მუშაობს, საიდან შეიძლება მას ეს ნივთიერებები ჰქონოდა. თუმცა, პირადად ჩემ მიერ მოწამლვაზე ინფორმაცია არასდროს გაჟღერებულა, მოწამლვა დანაშაულია, მინერალები მას ორგანიზმში სხვადასხვა მედიკამენტებით შეიძლებოდა ჰქონოდა. ჯერ რაიმე დასკვნის გაკეთება ძნელია, 2-3 დღეში იქნება პასუხი”,- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

,,არასდროს არც ერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე”- მიხეილ სააკაშვილი – (mcm.ge)

მსგავსი თემები