ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აიათოლას სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს

ირანში, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის სახლ-მუზეუმს ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს.

გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ სახლში დაიბადა აიათოლა ხომეინი, მოგვიანებით კი, შენობა მუზეუმად გადაკეთდა.

პარალელურად, აქცია გაიმართა ქალაქ ზაჰედანში, სადაც მონაწილეები სკანდირებდნენ „სიკვდილი ხამენეი​ს“, რომელშიც ამჟამინდელი სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი მოიაზრება.

მსგავსი თემები