თაგვმა ახალგაზრდა მამაკაცს თითზე უკბინა, მას თაგვი კატისთვის უნდოდა

თაგვმა ახალგაზრდა მამაკაცს თითზე უკბინა. როგორც დაზარალებულმა მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ის ეზოში მინდვრის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც მიწიდან პატარა თაგვი ამოძვრა. მამაკაცი შეეცადა მის დაჭერას რომ კატისთვის მიეტანა.

„პატარა წრუწუნა იყო, ადრეც დამიჭერია კატისთვის. ხელი როგორც კი მოვკიდე, მიკბინა, სისხლი წამოვიდა. სახლში დავიმუშავე“ – უთხრა მამაკაცმამედიაცენტრ მთავარს”.

ახლობლების რჩევით, ის, კბენიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ მივიდა რაბიოლოგთან. მას ერთჯერადად 7 ნემსი გაუკეთეს და პროცედურა კიდევ 4-ჯერ უნდა ჩაიტაროს.

შეგახსენებთ, რომ თაგვის კბენა განსაკუთრებით საშიშია ცოფისა და ტეტანუსიც გავრცელების მხრივ.  როგორც რაბიოლოგები აცხადებენ, აუცილებელია  აცრის გაკეთება, რადგანაც ორივე ინფექცია ძალიან საშიშია და სიკვდილსაც კი იწვევს.

საფრთხე განსაკუთრებით მაღალია იმ შემთხვევაში, თუ კბენა ზედა კიდურზე მოხდა.

მსგავსი თემები